Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების გაფიცვაზე - გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ შეფერხდება
25 მარტი 2019 15:22
სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მუშაკების მიერ დღეს დაწყებული გაფიცვის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, სულ 250 სოციალური მუშაკი ყავთ, რომელთაგანაც, მინისტრის ინფორმაციით, 180 მუშაკი გაფიცულია.

„ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც დღეს უკვე ძალაში შევიდა. ყველას ვარწმუნებ, არც ერთი სოციალური პროგრამების მოსარგებლეს შეფერხება არ შეექმნება. ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტრო სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ახლა მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანი გაკეთებულია. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული და შეწყვეტილი", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში გათვალისწინებულია. მისი თქმით, ”სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში ასახულია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა, მათთვის ხელფასების მომატება, მათი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა.

“გაფიცვა, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა. ვიცი, რომ ბევრი გამოწვევაა ამ სფეროში და მათი მოთხოვნები სამართლიანია. ამიტომ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაიწყო საკანონმდებლო ორგანოში მათ პრობლემებზე საუბარი 2017 წელს და სწორედ ამიტომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით მივიღეთ ახალი კანონი ”სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელმაც მთლიანად მოაწესრიგა სოციალური მუშაობის სფერო და გააძლიერა სოციალური მუშაკების პროფესია. ამ ფუნდამენტურ რეფორმაში დიდი მხარდაჭერა მქონდა მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, დღევანდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის, ასევე დავით სერგეენკოს.

იმის გამო, რომ სახელმწიფოს 2019 წელს არ ჰქონდა არც შესაბამისი ფინანსური სახსრები, არც ადამიანური რესურსი, რეფორმის რეალური ამოქმედება 2020 წლიდან იწყება. მიღებული კანონის საფუძველზე გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა, მათთვის ხელფასების მომატება, მათი უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია სოციალური მუშაკების არა მხოლოდ რაოდენობის, არამედ, ხარისხის უზრუნველყოფა, ამიტომ ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ამა წლის თებერვლიდან რეფორმის დეტალებს ვაცნობთ მოქმედ სოციალურ მუშაკებს, ვიწყებთ სერტიფიცირების პროცესს.

ყველა მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ სოციალურ მუშაკებს აქვთ, უკვე გათვალისწინებულია კანონში. მე მესმის მათი მოთხოვნების სამართლიანობის, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, სამინისტრო მის ხელთ არსებული რესურსებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონსენსუსის მიღწევა იყოს შესაძლებელი.

სოციალური მუშაკების სფეროში დაგეგმილი რეფორმის მიმდინარეობის თემაზე 29 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მოსმენა დაიგეგმა. იმედს ვიტოვებ, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არ დაზარალდეს არც სოციალური მუშაკების და არც ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი საჯარო ინტერესი, რომელსაც ეს პროფესია ემსახურება“, - აღნიშნა კილაძემ.



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სოცმუშაკების მოთხოვნების ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილი კი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადეს
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი