Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:22
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
ყველაზე წარმატებულების უცნაური და ექსტრემალური ჩვევები
30 მარტი 2019 14:54
ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან, ყოველდღიური რუტინაც კი გამორჩეული აქვთ. მაგალითად, ოპრა უინფრი დღეში 20 წუთს მედიტაციას უთმობს, ხოლო რიჩარდ ბრენსონი დილის 5 საათზე იღვიძებს. დიახ, მათ უცნაური და ხშირად ექსტრემალური ჩვევებიც კი აქვთ, რომელთა ნაწილს გავლენიანი გამოცემა Inc გვიზიარებს:

სტივ ჯობსის „სტაფილოს მენიუ“

კომპანია apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას უთმობდა. ამისთვის ის სტუდენტობის პერიოდიდანვე კვების სპეციალურ რეჟიმს მისდევდა და ხშირად მის მენიუს მხოლოდ სტაფილო და ფორთოხალი შეადგენდა.

ბენჟამინ ფრანკლინის „ჰაერის აბაზანები“

ყველამ ვიცით, რომ სუფთა ჰაერი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, მაგრამ აშშ-ის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი დამფუძნებელი, პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე ბენჟამინ ფრანკლინი ამ სწავლებას პირდაპირი მნიშვნელობით იყენებდა: ის თითქმის ყოველ დღე ღია ფანჯრებთან სრულიად შიშველი დგებოდა, რათა ნახევარი საათის განმავლობაში მის ორგანიზმს სუფთა ჰაერი მიეღო.

ბეთჰოვენის „ყავის რუტინა“

დილით ყავა უმრავლესობას უყვარს. მათ შორის გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიც გახლდათ, რომელიც ყოველდღიურად ყავის 60 მარცვალს გადათვლიდა და მხოლოდ ამ რაოდენობისგან მომზადებულს მიირთმევდა.

ნიკოლას ტესლას „უცნაური ძილი“

ერთ-ერთი უდიდესი ელექტრო გამომგონებელი, ფიზიკოსი და ინჟინერი ნიკოლას ტესლა ყოველ 6 საათში ერთხელ მხოლოდ 20 წუთით იძინებდა. ის ფიქრობდა, რომ ამით უფრო პროდუქტიული ხდებოდა.

ელონ მასკის „5 - წუთიანი გრაფიკი“

თანამედროვეობის ყველაზე საინტერესო მეწარმე და ანტრეპრენერი ელონ მასკიც ძილის უცნაური რეჟიმით გამოირჩევა (მას ფაქტობრივად კომპანიაში სძინავს, ისიც - მცირე დროით), თუმცა მისი მთავარი ახირება მაინც მთელი დღის 5-წუთიან ინტერვალებად დაგეგმვა და ამ გრაფიკის შეუცვლელად მიყოლაა.

ტონი რობინსის „ყინულის აბაზანები“

თანამედროვე ამერიკელი მოტივატორი ტონი რობინსის უცნაური ჩვევა კი ყინულის აბაზანებია, რომელსაც ის თითქმის ყოველდღიურად მიმართავს.

გავლენიანი გამოცემა Inc-ის დასკვნით, ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს ექსტრემალური გადაწყვეტილებებითა და აღმოჩენებით ცვლიან, ალბათ, ბუნებრივია, რომ ექსტრემალურ ჩვევებსაც ატარებდნენ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი