Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
გია ნოდია სააკაშვილის წინააღმდეგ კრიტიკაზე - ნატოში წევრობა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ის რაღაცისთვის გვჭირდება
3 აპრილი 2019 13:04
''რომ არსებობდეს რუსეთთან ასეთი გარიგების რეალისტური შესაძლებლობა, საქართველოს ნებისმიერი ლიდერი ვალდებული იქნებოდა, ამაზე წასულიყო", - ამ პოსტს პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს, რითაც მიხეილ სააკაშვილის წინაღმდეგ კრიტიკას პასუხობს.

''მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინტერვიუ არ მინახავს და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ შევამჩნიე მისი კრიტიკა იმის გამო, რომ პრინციპში მზად ყოფილა ნატოს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა (ეს ადრეც უთქვამს, არაფერი ახალი ამაში არაა). კრიტიკოსების აზრით, ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ არის პრინციპული საქართველოს პროდასავლური კურსის დაცვის საკითხში და საერთოდ, „ბურჯანაძე და ინაშვილი აბა სხვა რას ამბობენ“.

ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად სულელური და არაკომპეტენტური. რომ არსებობდეს რუსეთთან ასეთი გარიგების რეალისტური შესაძლებლობა, საქართველოს ნებისმიერი ლიდერი ვალდებული იქნებოდა, ამაზე წასულიყო. ნატოში წევრობა არ შეიძლენა იყოს თვითმიზანი, ის რაღაცისთვის გვჭირდება. თუ რუსეთთან ამგვარი გარიგებით საქართველოს უსაფრთხოება უკეთესად იქნება დაცული, მასზე უნდა წახვიდე.

ამგვარი ჰიპოთეტური გარიგება არც საქართველოს პროდასავლურ კურსთან შევიდოდა წინააღმდეგობაში. შვედეთი, ფინეთი, ავსტრია საკმარისად დასავლური ქვეყნები არ არიან (ნატოში არც ერთი არაა)? შვედეთი, პოლონეთთან ერთად, ძირითადი სპონსორი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პატრნიორობის პროგრამისა, რასაც რუსეთი (არსებითად სამართლიანად) მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. პროდასავლური კურსის მთავარი ღირებულებაა, რომ განვვითარდეთ, გვქონდეს უსაფრთხო გარემო და დასავლური სტილის დემოკრატიული (და ლიბერალური) წესრიგი.

ბურჯანაძის, ინაშვილის და კამპანიის პრობლემა ისაა, რომ ისინი იტყუებიან (მგონია რომ სრულიად შეგნებულად), თითქოს ასეთი გარიგება შესაძლებელია. ანუ მათ უნდათ, რუსეთის ორბიტაში მოტყუებით შეგვიყვანონ. სინამდვილეში, ამგვარი გარიგება ფანტასტიკის სფეროა (იმედი მაქვს, ნორმალურ ადამიანს არ გჭირდებათ დასაბუთება, რატომ). აფხაზეთის და ცხინვალირ რეგიონის დაბრუნების შანსები მოხილვად მომავალში, სამწუხაროდ, მინიმალურია, მაგრამ თუნდაც თეორიული შანსის შენარჩუნებისთვის ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება (იდეალში - მათი წევრობა) გაცილებით ჯობია რუსეთზე ორიენტაციას. ის კიდევ უფრო წაადგება საქართველოს (იმ ოკუპირებული 20 პროცენტის გარეშე) უსაფრთოხებას და განვითარებას. რუსეთზე ორიენტაცია ყველა მიმართებით ჭაობია.

მიშა რასაც ამბობს, რომ პუტინთან საუბარში ფაქტობრივად გადაამოწმა ეს ჰიპოთეზა: აბა, რაზეა წამომსვლელი პუტინი, თუ საქართველო (ჰიპოთეტურად) ნატოს წევრობის პერსპექტივაზე უარს იტყოდა. პასუხი იყო: რაც არაფერს. ანუ, მიშამ ემპირიულად გადაამოწმა, რომ ქართველი რუსოფილების ძირითადი იდეა (ტერიტორიები ნატოს ნაცვლად) არის ზღაპარი. რა არის ამაში არასწორი?

P.S. ზოგადად მიშა გენიოსია და საქართველოს ერთადერთი მხსნელი, თუ საზიზღარი და უპრინციპო - ამ საკითხს ეს პოსტი არ ეხება. მაგაზე ცალკე იკამათეთ, ვისაც გინდათ", - წერს გია ნოდია.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'ამით ხელისუფლებასაც ხელ-ფეხს უხსნის, იგივე გააკეთოს' - ლაგაზიძე სააკაშვილს ეხმაურება 
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი