Loading...
Close
16 ივნისი 2019 21:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სპორტი
სალომე ზურაბიშვილი ძალოსან თათია ლორთქიფანიძეზე - მე, როგორც პრეზიდენტს, როგორც ქალს, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილებები
6 აპრილი 2019 16:37
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამართლობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში ვერ მონაწილეობს. პრეზიდენტმა ამ საკითხზე ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, ერთი საკითხი გავაჟღერო. ეს არის ის უსამართლობა, რაც ეხება თათია ლორთქიფანიძეს. გაუგებარია, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ქალს, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილებები, როცა ადამიანს ბრინჯაოს მედალი აქვს, ასევე გავლილი აქვს დოპინგი და მასზე დიდი იმედები იყო ოლიმპიურ თამაშებში, რაღაც დისციპლინარული მკაცრი დასჯის გამო, ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპულ თამაშებში. ამით ზიანდება ქვეყანა. რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ცნობილმა ქალმა ჩემპიონმა, თათია ლორთქიფანიძემ წელს მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, მიზეზით, რომელიც არც თუ ისე ნათელია. იმედი მაქვს, ეს დაკავშირებული არ არის ქალთა დისკრიმინაციასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმში დღეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ეს ქვეყნის აღიარებაა, რომ საქართველოს შეუძლია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები გამართოს.

„ასეთი ტიპის ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სპორტში ჩვენს ადგილს ვიკავებთ, ევროპაშიც ჩვენ ადგილს ვიკავებთ, ვიბრუნებთ უფრო სწორად. ეს არის ჩვენი აღიარება არამხოლოდ სპორტის ამ სახეობაში, არამედ საქართველოს შეუძლია, გამართოს ასეთი საერთაშორისო ღონისძიებები. ეს ეხება პირველ რიგში ბათუმს, რომელმაც უკვე მოიპოვა აღნიშნული ადგილი. ეს არის ძალიან წარმატებული დღე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ჩემპიონატის ყველა მონაწილეს დღევანდელი დღე მიულოცა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო 'რუმსის' თანამშრომელია

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი