Loading...
Close
26 თებერვალი 2020 17:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რელიგია
მეუფე დანიელი - გამოვთქვამთ იმედს, რომ ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობის საქმეში
6 აპრილი 2019 19:51
ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა, ეს არის საშუალება, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფე დანიელმა აღნიშნა, რომ 12 მაისს საქართველოს ეკლესია უკვე რამოდენიმე წელია აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის შემობრძანებას საქართველოში, ანუ ქრისტიანობის შემოსვლას და ეკლესიის დაარსების დღესასწაულს.

„ანდრია პირველწოდებული საქართველოში შემობრძანდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით, რომელსაც შემდგომ აწყურის ღვთისმშობელი ეწოდა და ამ ხატის შესახებ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ხატი იქნებოდა ღვთისმშობლის ნაცვალი და მფარველი ჩვენი ქვეყნისა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს ნიშნავს, რომ თავად ღვთისმშობელი უხილავად შემობრძანდა საქართველოში ანდრია პირველწოდებულთან ერთად და თავად ღვთისმშობელი არის განმანათლებელი უპირველესი ჩვენი ერისა და რასაკვირველია მფარველი მისი მთელი მისი ისტორიის მანძილზე.

ამის შესახებ ჩვენ საქართველოს უმთავრეს მატიანეში, ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობთ შემდეგს: „და შემდგომად ამაღლებისა უფლისა რა ჟამს წილს იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსი და ჩვენებით ეჩვენა მას ძე მისი, უფალი ჩვენი და რქუა, ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის, ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თანაწარატანე ხატი შენი ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა.“

ამ სიტყვებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ღვთისმშობელს წილად ხვდა ქართლის მოქცევა, ქრისტიანობის ქადაგება საქართველოში და ასევე მისი მფარველობა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.

ღვთისმშობლის ეს წყალობა და ღვთის წყალობა ღვთისმშობლის მოვლინების სახით, რასაკვირველია უდიდესი ძალა იყო, არის და იქნება მუდამ ჩვენი ერისა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ამისთვის ასევე საჭიროა, რომ ერი განუხრელად იცავდეს იმ მოძღვრებას და იმ ფასეულობებს, რომელიც მოგვიტანა ჩვენ უფალმა, ღვთისმშობლისა და მისგან მოვლინებული ანდრია პირველწოდებულის და წმინდა ნინოს საშუალებით. მხოლოდ მაშინ, როდესაც ერი თავის ფასეულობებს ქრისტიანულ და ეროვნულ ფასეულობებს იცავდა, მაშინ იგი იცავდა თავის დამოუკიდებლობას, თავის კულტურას, თავის სიწმინდეებს და აღწევდა დიდ სიმაღლეს. მაგრამ როგორც კი ერი დასცილდებოდა ამ ფასეულობებს, ქვეყანაში დიდი ტრაგედიები დატრიალდებოდა-ხოლმე.

შესაბამისად, ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა, ეს არის საშუალება იმისა, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს. სწორედ ამას ემსახურება ამ დღესასწაულის დაწესება, რომ ქართველმა ერმა ზუსტად გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რომ ეს არის უპირველესად არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ერი გააცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, ქვეყანა დასძლევს ყველა იმ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობას, რომელიც მის გზაზე წარმოიქმნება. სწორედ დღეს, როდესაც ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი პერიოდი ათეისტური ძალადობისა, დღეს ჩვენს ერს სჭირდება თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გაცნობიერება და არა მარტო გაცნობიერება, არამედ მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესის აღდგენა, ხოლო ეს შეიძლება მოხდეს ღვთისმშობლის შეწევნით, რამეთუ სწორედ მისი წყალობით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და ეროვნული ფასეულობები, რომელმაც გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ეს დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების საქმეში, სამოქალაქო მშვიდობის და კონსოლიდაციის საქმეში და მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში. ვევედროთ უფალს და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენმა ერმა შეძლოს თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გარშემო გაერთიანებით წინსვლა, წარმატება და განვითარება, ამინ“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ დადგინდეს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: საპატრიარქო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი