Loading...
Close
20 აგვისტო 2019 10:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ადვოკატი - დავით ბაგრატიონი ესპანეთში წასვლამდე ანას ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ვეღარ ნახავდა
8 აპრილი 2019 12:50
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ხშირად ავადმყოფობდა, დავითმა კი მაინცდამაინც მაშინ გადაწყვიტა მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო, როცა გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განაცხადა.

"მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ცრუ ბრალდებები, ჭორაობა და არასწორი ინფორმაციები ისმის, ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ, მათ ვუპასუხო.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გაიქცა საქართველოდან, ამ ფორმით ის გაექცა პასუხისმგებლობას, ვინაიდან რამდენიმე დღეში შეიძლებოდა, საზღვარი ვერ გადაეკვეთა, ახლა კი მან გამოძიებას გაასწრო. მართლები არსად გარბიან, ისინი რჩებიან და თავიანთ სიმართლეს ამტკიცებენ. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით წასვლა გამოგონილი საბაბია. ეს ქალბატონი 77 წლისაა და მართლაც, არაა გამორციხული, ცუდად იყოს. ის დავითის და ანას თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა და ბოლო ზამთარში, ახალი წლის პერიოდში მართლა ცუდად იყო. დავითმა ანას უთხრა, რომ დედამისი აპარატზე იყო მიერთებული - შესაძლოა, ვერც გადაიტანოს ავადმყოფობაო. მაგრამ მას რატომღაც მაშინ დედამისთან ჩასვლის სურვილი არ გასჩენია, მაინცდამაინც გამოძიება რომ დაიწყო, მაშინ გადაწყვიტა, მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო. საინტერესოა, რომ როგორც დავითის ადვოკატის, ლევან ჩხეიძისგან გახდა ცნობილი, ქალბატონი შუაღამეს გახდა ცუდად და დავითიც შუაღამესვე გაფრინდა. მაგრამ შუაღამემდე საკმაოდ ადრე, შუადღეს დავითი ანას დაუკავშირდა, რისი შემსწრეც პირადად ვიყავი. ზარი უცნაური იყო, რადგან ისინი ზარებით არ კონტაქტობენ. საუბარი პირადად მოვისმინე, რომელიც ძალიან უცნაური იყო. დავითი ცრემლებამდე აღელვებული იყო და მოითხოვდა, ანას კარგად ეპატრონა მათი შვილისთვის. იგი არ პასუხობდა ანას კითხვებს, დედის შესახებ არაფერი უხსენებია და ანას საუბრის ბოლოს ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ამ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარ ნახავდა. ამან გვაფიქრებინა, რომ მას ჯერ კიდევ შუადღით ჰქონდა განზრახული საქართველოს დატოვება. ამას გარდა, დავითის მიერ ავიაბილეთების შეძენა მნიშვნელოვნად უსწრებს მისი დედის ცუდად გახდომის პერიოდს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ დედის ცუდად გახდომა საქართველოს დატოვების საბაბია.

ბატონი ლევანი ამბობდა, რომ ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდგომ ცოლ-ქმარს ერთი ღამეც არ ჰქონდათ ერთად გატარებული, საგურამოში არასდროს დარჩენილან ერთად. ჩვენ მიერ მოპოვებულია ახალი მტკიცებილებები, რომელთაც ვერ გავასაჯაროებ, რადგან დღესვე გაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში. ეს არის ანას ტელეფონის ნომრის ტელეკომპანიიდან მიღებული დეტალური ამონაწერი. ანას ნომერზე 2013 წლის შემდგომ ზარი საგურამოს ზონაში 700-ზე მეტჯერ არის დაფიქსირებული. ძალადობის დღეს, კერძოდ, 2014 წლის 9 მაისს, 21:35 საათზე მის ტელეფონზე ზარია დაფიქსირებულია საგურამოს ანძის მიერ, რაც ადასტურებს, რომ იგი ძალადობის დროს საგურამოში იყო. მოვახერხეთ და მოვიპოვეთ - მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გზით, - იგივე მტკიცებულება არსებობს დავითის ტელეფონის ნომერზეც, რომელზეც ასევე ფიქსირდება ზარი ძალადობის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ძალადობის დროს ანაც და დავითიც საგურამოში იმყოფებოდნენ. ერთ სამოქალაქო დავაზე, საოჯახო დავასთან დაკავშირებით 3 მოწმე იყო გამოკითხული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. მათ სასამართლოს ორკესტრირებილად მისცეს ცრუ ჩვენებები და თქვეს, რომ ანას საგურამოში არასდროს უცხოვრია, თვალით არ უნახავთ და ა.შ. ეს ზუსტად საპირისპიროა იმისა, რაც ჩვენი მტკიცებულებით დგინდება. ორივე ერთად - ამონაწერი და მათი ჩვენება სიმართლე ვერ იქნება, ეს გამორიცხულია. ხოლო თუ ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენებას ჰქონდა ადგილი, სისხლის სამართლის დანაშაულია. მოწმეებს მოვუწოდებ, მივიდნენ სასამართლოში და გამოკვეთონ ადამიანები, ვინც დაავალა, ცრუ ჩვენებები მიეცათ და თუ ეს ლევნ ჩხეიძე აღმოჩნდა, მე მგონი, ის დროა, ისიც ჯავშნიდეს 1-2 ბილეთს ესპანეთის მიმართულებით",- განაცხადა ადვოკატმა გორელაშვილმა.



ადვოკატი - დავით ბაგრატიონი რომ 'გაეშავებინათ', წინა ხელისუფლებამ აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გუშინ საქართველო დატოვა
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი