Loading...
Close
20 აგვისტო 2019 09:06
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ - ივანიშვილი გირგვლიანის საქმეზე
9 აპრილი 2019 23:29

დღეს ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია. ამავე დროს, საქმის ადვოკატს შალვა შავგულიძეს დაავიწყდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამნაშავეების სასჯელთან დაკავშირებით. აპელაცია სასჯელის მომატებაზე დაწერა პროკურორმა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმატელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, გირგვლიანის საქმეზე თავად მოკლულის ოჯახის ადვოკატმა “შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ”.

მისი თქმით, საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის მიერ იმ დროს დაშვებული შეცდომა მან გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა. ივანიშვილის თქმით, გირგვლიანის მთელი ოჯახი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეწირა და ამის მოთავე მიხეილ სააკაშვილი იყო.

„მურუსიძის შემთხვევა აბსოლუტურად პარადოქსული იყო ჩემთვის. დღეს ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია. თუ ახსენებ მურუსიძეს, იმ წუთში მოგდის გირგვლიანი და ასოცირებაც ისეთია, რომ გირგვლიანი მოკლა მურუსიძემ. ამ დროს საქმის ძირითადი ადვოკატი შალვა შავგულიძე, დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში. პირველ რიგში, მოხდა დიდი ტრაგედია. მთელი ოჯახი, პრაქტიკულად, შეეწირა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას. ამის მოთავე გახლდათ სააკაშვილი. ერთადერთი კაცი, რომელსაც მსხვერპლად ჰყავდა მთელი ეს გუნდი და მის ხასიათს იყო მორგებული თავიდან ბოლომდე. სასწრაფოდ მოახერხეს პარლამენტში სამი მოსმენით კანონის შეცვლა, რომ პოტენციურ მკვლელებს სასჯელის ნაკლებობა მიეღოთ. ამის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხვადასხვა სასჯელს უსჯის დამნაშავეებს 7 წელს და 8 წელს .წარმოიდგინეთ, რომ შალვა შავგულიძეს ავიწყდება აპელაციაში შეტანა. აპელაციას სწერს პროკურატურა. მე მინდა, საზოგადოებამ ამას ყურადღება მიაქციოს. ადრე მე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს ეს შეცდომა გამოუცდელობის გამო მოუვიდა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასე. კანონის შეცვლა ხომ მოახერხეს სასწრაფოდ, რომ ოთხივე დამნაშავე ერთ კამერაში მოხვედრილიყო და თანაც ნაკლები წლები მიეღოთ. კადრებიც იცით, რომ იქ ჩვეულებრივი ქეიფი მიდიოდა, მანქანებით გარეთ გულაობდნენ და ქალებსაც ართმევდნენ. აი, ეს იყო ის ხელისუფლება,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს - რატომ არ მიმართა გირგვლიანის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პოლიტიკა, პარტია, სასამართლო, 'თიბისის' საქმე - ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი