Loading...
Close
23 აგვისტო 2019 05:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
გარემო
სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი - პრობლემა დედაქალაქსა და რეგიონებში
10 აპრილი 2019 16:03
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი ვაჟა კაკაბაძე ტყვიის მაღალი შემცველობასა და ამ მიმართულებით მომატებულ საფრთხეებზე მოსახლეობას აფრთხილებს.

"გასულ წელს, სტამბულში მომუშავე ქართველებმა მითხრეს, რომ სავადმყოფო სავსეა ქართველი ბავშვებით, რომელთა სისხლშიც მომატებული ტყვიის შემცველობაა დაფიქსირებული.

როგორც საინფორმაციო წყარო გადმოსცემს იტალიის ლაბორატორიიდან ჩამოსული ანალიზის პასუხებით, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია, კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული. ამ საკითხზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძემ, რომელმაც განაცხადა: “ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგები ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება (იგულისხმება აპრილი). შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან, სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს ტყვიის წყარო. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცოტა ხანში სახელმწიფო პროგრამა ამუშავდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მზადდება დიდი სამთავრობო პროგრამა სხვადასხვა უწყების ჩართულობით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაისახოს გრძელვადიანი პროგრამა ტყვიის პრობლემების აღმოსაფხვრელად”.

ასევე გაირკვა, რომ დასავლეთის მხარეში, სახელდობრ ზღვის პირას მაცხოვრებელ ბავშვებში ტყვიის შემცველობა სხვა რეგიონებში მაცხოვრებელ ბავშვებთან შედარებით, უფრო მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ?

ტყვია დაკავშირებულია დარიშხანის საბადოსთან და როცა რაჭაში ხდებოდა ღია კარიერული წესით ვერცხლის მოპოვება, ვერცხლი და ტყვია ჩადიოდა გრუნტის წყლებში, გასული საუკუნის 80 წლებში დარიშხანის შემცველობა აღმოჩენილ იქნა ნიადაგში, მცენარეულ საკვებში და დედის რძეშიც. ამ გარემოებამ შეაშფოთა საბჭოთა ექიმები, მაგრამ ქმედითი ღონისძება არ განხორციელებულა – ეს ანალიზი, რა თქმა უნდა, ეხება ტყვიასაც; შემდეგი მიზეზი – ბათუმის მახლობლად განლაგებული იყო რუსეთის სამხედრო ბაზა და როცა მოხდა მათი გასვლა, პარალელურად არ მომხდარა იქ დარჩენილი სამხედრო ნარჩენების უტილიზაცია; კიდევ ერთი მთავარი მიზეზი – სოხუმთან არსებული ეშერის საიდუმლო ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს საშიშ ცდებს. ყოველივე ამას ემატება მანქანების გამონაბოლქვი, ნაგავსაყრელების მოუწესრიგებულობა, მეორადი საბურავების გამოყენება და წვა; ცნობისათვის: გემის საღებავები შეიცავს ტყვიის მაღალ შემცველობას, სამშენებლო მასალები გაჯერებულია ტყვიით და არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს დივერსიასაც – მსგავსი მეთოდი გამოიყენება ჰიბრიდული ომის დროს.

არანაკლები სიმწვავით დგას ეკოლოგიური პრობლემა დასავლეთის ცალკეულ რაიონებში (ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა) და შემოგარენში. დასავლეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობა წლებია საუბრობს გამოწვევებზე, რაც მათ დასახლებულ პუნქტებში დგას ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების, საყოფაცხოვრებო სავარგულების გამოუსადეგრად გადაქცევის თუ ადგილზე მოწეული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით.

ასევე, აუცილებლად უნდა შევეხოთ თბილისის ძირითად პრობლემას, სახელდობრ: თბილისის ცენტრში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას იწვევს.

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება მეორადი საბურავების დაწვა და მისი გადამუშავება (აქვე მინდა აღვნიშნო და, თუ არ ვცდები, ამ ტერიტორიის ნაწილი ორი პარლამენტარის საკუთრებაში იმყოფება), მიღებულ რეზინას იყენებენ ბავშვების გასართობი ტერიტორიების რბილი საფარის დასაგებად (საზღვარგარეთ სუფთა კაუჩუკს იყენებენ), რაც დიდ ზიანს აყენებს იქ მოთამაშე ბავშვებს. მაშასადამე აუცილებელია მოცემული ტერიტორიის (ელიავას ბაზრობა) ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა, ხოლო თავისი განლაგების გათვალისწინებით კი, ტერიტორია საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად უნდა გადაიქცეს.

რა შედეგი მოყვება ტყვიის შემცველობის ზრდას ადამიანის ორგანიზმში? - მოზარდებში გონებრივი განვითარების შეფერხება; თექვსმეტი და მეტი წლის ახალგაზრდებში სექსუალური პოტენციალის დაცემა, რაც იწვევს ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების ზრდას; გულის და ნერვიული სისტემის დაავადებას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და როგორც კარგი მკურნალი იტყოდა – ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი თუ არ დავადგინეთ, სნეულებას ვერ ვუმკურნალებთ. ჩვენი შვილები ჩვენი იმედია, არ მოვკლათ იმედი!", - ნათქვამია ვაჟა კაკაბაძის განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი