Loading...
Close
20 აგვისტო 2019 10:09
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ადვოკატი - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართ ყველა ბრალდება და ცილისწამება ნაყინივით დადნება
11 აპრილი 2019 16:38
სასამართლომ ერთადერთი, სწორი, კვალიფიციური გადაწყვეტილება მიიღო და მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეწყვიტა - ნაყინივით დადნება ყველა ბრალდება და ცილისწამება დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან მიმართებაში, - ასე გამოეხმაურა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ჟურნალისტებთან სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, განუხილველად დატოვა.

„ჩვენი მხარე ჯერ კიდევ შესაგებელშივე აპელირებდა, რომ დავის საგნის არარსებობის გამო, სასამართლოს მოცემული დავა უნდა შეეწყვიტა, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს ამ საქმეში იურიდიული ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. საქართველო რესპუბლიკა არის 1921 წლის კონსტიტუციის მიხევდით, გაუქმებულია ყველა არისტოკრატიული ტიტული. სწორედ, არისტოკრატიული ტიტულების დაცვას ცდილობდა მოწინააღმდეგე მხარე სასმართლოში, რაც რესპუბლიკის სასამართლოში ნონსენსია. სასამართლომ წინა მოსამზადებელ სხდომაზე გამოკითხა სპეციალისტი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენი დასკვნა საფუძვლიანია და აღნიშნული დავა საერთოდ არ ექვემდებარებოდა ქართულ იურისდიქციას. შესაბამისად, ის ჩვენი მართლმსაჯულების განსახილველი არ იყო.

ყველა სხვა დავა, რომელიც ამა თუ იმ ორგანოში წარმოებს, ჩვენი მხარის სრული გამარჯვებით დასრულდება, რადგან ყველა დავაში ჩვენი მხარე 100%-ით მართალია, მათ შორის ე.წ. ძალადობის საქმეზე. ესეც თითიდან გამოწოვილია და აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნაყინივით დადნება ყველა ბრალდება და ცილისწამება ჩემს მარწმუნებელთან მიმართებაში. უბრალოდ მაინტერესებს, ყველა სიბინძურეზე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარისგან წამოვიდა, ვინ მოიხდის ბოდიშს?", - აცხადებს ჩხეიძე.



სასამართლომ სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებაზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის დავასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვაზე უარი თქვა


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გუშინ საქართველო დატოვა
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი