Loading...
Close
20 აგვისტო 2019 10:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
სასამართლომ სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებაზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის დავასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვაზე უარი თქვა
11 აპრილი 2019 15:55
ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, სარჩელი სასამართლომ განუხილველად დატოვა და მოსარჩელეს უკან დაუბრუნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოლეგიის თავმჯდომარე მაია გიგაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ აღნიშნული საქმის გადაწყვეტაზე უარი განაცხადა. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ ვერ გაბედა, რომ ეს საკითხი გადაეწყვიტა და თავიდან მოიშორა.

„ხუთი სხდომა დასჭირდა სასამართლოს, რომ გადაეწყვიტა, თურმე, ეს საქმე სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის. აქამდე მსგავს პრეცედენტს ვერ ვიხსენებ, რომ ამდენი სხდომა ჩატარებულიყო და მთავარ სხდომაზე მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თურმე, საქმე საერთოდ განუხილველად უნდა დაეტოვებინა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი მხარის და თბილისის საქალაქო სასამართლოს აზრები გაიყო. პირველ შემთხვევაში, იგივე მოსამართლემ ამ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება გავასაჩივერეთ და სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მხარე მართალი იყო.

ჩემთვის, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალიან უცნაურია. საერთოდ, რატომ დაკმაყოფილდა კოლეგიური შემადგენლობა? იმის გამო დაკმაყოფილდა, რომ ჩათვალეს, ეს საქმე მნიშვნელოვანი სირთულის იყო. გიორგი ოთხმეზური გამოვკითხეთ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მერე გადაწყვიტა სასამართლომ, რომ თურმე, არც უნდა გამოეკითხა, არც უნდა განეხილა ეს საქმე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი, იმის მიუხედავად, სარჩელიც რომ არ დაკმაყოფილებულიყო, რადგან ეს იქნებოდა საკითხის გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ გაბედა, რომ ეს საკითხი გადაეწყვიტა და თავიდან მოიშორა.

განჩინება, რომელიც გამოგვიცხადეს, გასაჩივრებას ექვემდებარება და ვეცდებით, ზემდგომი ინსტანცია დავარწმუნოთ, რომ ეს საკითხი სასამართლოს განსახილველია, რადგან ადგილი აქვს სახელის უფლების დარღვევას, რომელიც საკანონმდებლო ჩანაწერის დონეზე არსებობს და ის მხოლოდ ჩანაწერი არ უნდა იყოს, რეალური შედეგები უნდა მოჰყვეს", - განაცხადა გორელაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ადვოკატი - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართ ყველა ბრალდება და ცილისწამება ნაყინივით დადნება
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი