Loading...
Close
16 ივლისი 2019 00:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რჩევები
7 რჩევა საქმეზე კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად 
12 აპრილი 2019 12:00
საქმეზე კონცენტრაცია დღის განმავლობაში ხანდახან რთული ხდება. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს ჩვევა გამომუშავებადია და მასზე ვარჯიშია საჭირო. წარმოგიდგენთ 7 რჩევას, რომელიც მიზანზე ფოკუსირებას გაგიადვილებთ:

1. მოამზადეთ ტვინი

აიღეთ საქმის დაწყებამდე რამდენიმე წუთი, რა დროსაც მოდუნდებით და ამით ტვინს მუშაობისთვის შეამზადებთ. სასურველია ამ დროს ინტერნეტსაც მოსწყდეთ.

2. გაითვალისწინეთ რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი

კარგად გააანალიზეთ რას უნდა დაუთმოთ თქვენი ყურადღება საქმის დროს, რადგან, როგორც წესი, მხოლოდ 20 პროცენტია მნიშვნელოვანი იმ ქმედებებიდან, რასაც საქმისთვის ვახორციელებთ. დანარჩენი არაპრიორიტეტულია.

3. მიიღეთ ყავა

რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის ნაცნობი და გამოცდილი გზაა - მიიღეთ ჭიქა ყავა ენერგიის შესავსებად.

4. აკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა

სპეციალისტების სწავლებით, სამუშაო გარემოში აუცილებელია სუფთა ჰაერი და სწორი ტემპერატურა.

5. ჩართეთ მუსიკა თქვენს ყურსასმენებში

ოფისის ხმაური შესაძლოა ყურადღების გაფანტვის მიზეზი გახდეს. ჩართეთ მუსიკა თქვენთვის, რომელიც საქმის კეთების პარალელურად ხელს არ შეგიშლით.

6. აიღეთ მცირე შესვენება

კვლევებით დადგენილია, რომ 50 წუთიანი საქმის დროს მცირე შესვენების აღება კონცენტრაციას ზრდის. რამდენიმე წუთით თუ საქმეს მოსწყდებით, ეს მხოლოდ გაზრდის თქვენ პროდუქტიულობას.

7. ხატეთ

პრესკონფერენციაზე ან თათბირზე ყოფნისას წიგნაკში მცირე ჩანახატების გაკეთება ყურადღების მობილიზებას ემსახურება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი