Loading...
Close
20 აგვისტო 2019 10:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ზუგდიდში დაკავებულ 'ნაციონალური მოძრაობის' ერთ აქტივისტს ბრალი წაეყენა, მეორე-გათავისუფლდა
12 აპრილი 2019 10:11
''ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის მირანდა გოგოხიას ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის საკუთარ პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.

რაც შეეხება ანა წითლიძეს, მან პოლიციის შენობა დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ ზუგდიდის პოლიციის შენობა უკვე დატოვა, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოებას იცავდნენ, დაკავებული არიან პოლიტიკური დევნით და იმ კანდიდატის დევნით, რომელიც არჩევნებს იგებს. სამწუხაროდ, პოლიცია აქციეს ამ იარაღად. მივდიოდით პოლიტიკურ ღონისძიებაზე, რა დროსაც ახორციელებდნენ თვალთვალს, მათ ვთხოვეთ ეჩვენებინათ საბუთები, როდესაც არ გვაჩვენეს გამოვიძახეთ პოლიცია. არ ვიცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები", - განაცხადა პატარაიამ.

მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში უთხრეს, რომ დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდა. პოლიციის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი კვლავ რჩება.

მოგვიანებით, ანი წითლიძე გადაცემა ''ნიუსრუმში“ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თმით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები მთელი დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ზუგდიდის სოფლებში დაყვებოდნენ, უთვალთვალებდნენ და ფოტოებს უღებდნენ, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალაც მათ ხელთ აქვთ.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში, ჭითაწყარის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრის წუთიდან დაიწყეს ჩვენზე უკანონო თვალთვალი. მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრისას, სოფელ ნარაზენში, ჩვენ მივედით ამ ადამიანებთან და ვკითხეთ, რატომ დაგვყვებოდნენ და გვიღებდნენ ფოტოებს. ადამიანებს, რომელთაც ფორმები არ ეცვათ, სცადეს გაქცევა, რის შემდეგაც გადავუკეტეთ გზა, დავრეკეთ საპატრულო პოლიციაში. გვითხრეს, რომ მათ არ იცნობდნენ და ისინი არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ პოლიციის წარმომადგენლები. ყველაზე კომიკური და სასწაული ის არის, რომ ჩვენს მიერ გამოძახებულმა პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა. ადგილობრივი მოსახლეობაც გვეუბნებოდა, რომ ეს ადამიანები მთელი დღის განმავლობაში, ყველა იმ სოფელში, სადაც ჩვენი კანდიდატები გადაადგილდებოდნენ, უკან დაყვებოდნენ. ჩვენ პირველივე წუთიდან ვიღებდით ყველაფერს და ამ ვიდეომასალაც მალე გავასაჯაროვებთ. პოლიციის დაუმორჩილებლობა როგორ იყო, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენ ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები გვეგონა. ,,ქართული ოცნება“ ზუგდიდიში დარჩენილია ამ ხერხებისამარა, სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პოლიციას იყენებენ პოლიტიკური ნიშნით. ეს გათვლილია ჩვენი ამომრჩევლების დაშინებაზე“, - განაცხადა ანი წითლიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მაია ცქიტიშვილი - ეს არ არის ოპონენტების დევნა - ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი