Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
რომან გოცირიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე - პოლიტიკური დევნა გრძელდება - ველოდებით სიურპრიზებს
12 აპრილი 2019 11:33
არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რა ხერხებს მიმართავს ხელისუფლება ჯერ კიდევ არავინ იცის, ველოდებით სიურპრიზებს, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

„არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, უცხოეთის სახელმწიფოები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი და სხვა, სადაც ერთმნიშვნელოვნად არ იყო ნახსენები რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა არადემოკრატიულად, ძალადობისა და მოსყიდვის ფონზე. მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად არ იშლის თავისას, ისინი კვლავინდებურად ხელს უშლიან ჩვენს კანდიდატებს ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, ზუგდიდში ფეხ და ფეხ დასდევდნენ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ ჩვენი კანდიდატი. გუშინდელი ინციდენტი სწორედ იმას მოჰყვა, რომ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები აფერხებდნენ საარჩევნო კამპანიას, ეს არის მორიგი ძალადობის აქტი, კვლავინდებურად გრძელდება პოლიტიკური დევნა და ამ დარჩენილ პერიოდში რა ხერხებს მიმართავს ხელისუფლება ჯერ კიდევ არავინ იცის, ველოდებით სიურპრიზებს. დაიწყება თავიანთი „ზონდერების“ ამოქმედება, მოსყიდვები, დაშინება, ანუ ყველა ის მეთოდი რაც ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნებში. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ხელისუფლება ყურად არ იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებას, როგორც ჩანს, მათ ნაკლები შიში აქვთ საერთაშორისო ზეწოლის, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის არის ხალხი, ხალხი ხედავს ყველაფერს და ჩემი აზრით, ხალხი მიუჩენს ყველას თავის ადგილს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ზუგდიდში დაკავებულ 'ნაციონალური მოძრაობის' ერთ აქტივისტს ბრალი წაეყენა, მეორე-გათავისუფლდა
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი