Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
ვაჩვენეთ, რომ არაფერს ნიშნავს თანამდებობა და მარადიულია ის, რაც სიცოცხლედ ღირს - ეკა ბესელია 
12 აპრილი 2019 15:16
„მე მივდივარ 13 აპრილს და ისევ ვიქნები იმ იდეალებთან თანაზიარი, რასაც ვუერთგულე დღემდე და არ ვაპირებ გადავხედო ამ არჩევანს!", - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში დეპუტატი ეკა ბესელია ავრცელებს:

„მოკლედ, 13 აპრილის „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე მოახლოვდა და დაიწყო ნაცნობი, ბევრჯერ ნანახი, უკვე ზედმეტად ამოსაცნობი ხელწერით ნაწვალები სცენარი: „არ მომწონს ის... ეს... ამიტომ... იმიტომ... და არ წავალ!“.

მეგობრებო, თანამებრძოლებო, უცნობებო თუ ნაცნობებო, უბრალოდ ჩემი ქვეყნის მოქალაქეებო: ჩვენ ერთმანეთის სანახავად ბევრი სხვადასხვა ადგილი და სივრცე გვაქვს, მაგრამ ცოტა რამე დაგვრჩა, რაც იდეალებს და ღირებულებებს ამყარებს!
ამდენ ავბედით ისტორიას, განსაცდელებს ბევრი რამ შეეწირა, მაგრამ სამართლიანობა, თავისუფლება, ღირსება ხომ არ იზომება იმით, რამდენი ადამიანი იცავს მას?!

ვისაც მუდმივი ლტოლვა აქვს და სწრაფვა აქეთკენ, ისინი ყოველთვის პოულობენ მისასვლელ გზას! იმდენი რამ გავიარეთ, უკვე არაფრის მტკიცებას აზრი არა აქვს!
უნდა შევაფასოთ არა სიტყვა, არამედ - საქმე, ნაბიჯი, ქმედება!

მე და ჩემმა მეგობრებმა (ვინც გადაურჩა ამდენ განსაცდელს) ჯერ ოპოზიციაში დევნის დროს და ბოლო წლები - უკვე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საკუთარ თავს და შემდგომ ყველა სხვას ვაჩვენეთ, რომ არაფერს ნიშნავს არც სტატუსი, არც წოდება, არც თანამდებობა, კომფორტი, პირადი ინტერესები და მარადიულია ის, რაც ხელშეუხებელია, ის რაც სიცოცხლედ ღირს.

მე მივდივარ 13 აპრილს და ისევ ვიქნები იმ იდეალებთან თანაზიარი, რასაც ვუერთგულე დღემდე და არ ვაპირებ გადავხედო ამ არჩევანს!

მივდივარ იქ, სადაც შესაძლოა იყოს ბევრი განსხვავებული ადამიანი განსხვავებული ხედვით თუ პოზიციით; მისაღები თუ მიუღებელი სურვილებით, ასეთი... ისეთი... მაგრამ არ ვეძებ მიზეზს რატომ არ ვიყო იქ, სადაც იკრიბება ჩემი ქვეყნის საზოგადოების ნაწილი. არ ვეძებ მიზეზს ავირიდო რაიმე, რადგან ესეც გზაა თავისუფლებისა და სამართლიანობის გრძელ გზაზე.

არ ვარ მთავარი მასპინძელი, არც - სტუმარი; ყველანი ვართ მასპინძლები, ღია და თავისუფალია ეს თავყრილობა. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის შეკრება - იკრიბება საზოგადოება, ვისაც არ მოსწონს რაც ხდება და ვისაც სურს იყოს მონაწილე უკეთესი ხვალინდელი დღის... ვინც არ დაიღალა...

რა იქნება ხვალ, როგორც უფალი ამბობს, ამას განსაზღვრავს როგორ მოვიქცევით დღეს, რათა ხვალ - იყოს უკეთესი!.."- წერს ბესელია.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი