Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:57
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
დავით მაღარაძე - ჩვენი ამოცანაა, ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ისე გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას განსაცდელი მოუვლინა
13 აპრილი 2019 15:30
ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, მოძრაობის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა, პოეტმა დავით მაღრაძემ ფილარმონიაში საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომ მათი მიზანი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ისე გაშვებაა, რომ ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდეს „პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა.“

„შეშფოთებულმა იმით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ჩვენი ამოცანა ასე ჩამოყალიბდა: ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს, ხელისუფლებიდან ისეთნაირად გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა.

„დაიცავი საქართველოს“ ძალიან საინტერესო წარსული, საინტერესო ბიოგრაფია აქვს. შეიძლება იყო რაღაც ნეგატივი, ბევრჯერ გულგატეხილობაც, მომიტევეთ გახსენებისთვის, მაგრამ არა მგონია, რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს ამდენი დამტვრეული ძვლები, ამდენი დახეთქილი თავები. ჩვენი მოძრაობა მხოლოდ განცხადებებით არასდროს შემოიფარგლებოდა. ჩვენ განსაცდელის წინაშე მხნედ ვიდექით, როგორც შევძელით ისე, მაგრამ როგორც დღეს „ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ შედეგი ვერ დავდეთ და ამაზე მიგვანიშნებს, ის შედეგი ხომ მაინცაა, რომ მანაც გარისკა და ბრძოლის ველზე გამოვიდა. კიდევ ბევრმა ხალხმა, რომლებიც მგონი უჩვენოდ ვერ გარისკავდა. ამიტომ ვფიქრობ, ეროვნული ამოცანის ხარისხშია ჩემთვის ის, რომ ისეთი ხვალინდელი დღე შევქმნათ, რომ ყველა ჩვენგანი საარჩევნო ყუთთან წელგამართული წავიდეს,“- განაცხადა დავით მაღრაძემ.

შეხვედრაზე იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც - ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი. შეხვედრას, ასევე, ესწრებიან გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეები, მომღერალი დათო ხუჯაძე და სხვები.



გედევან ფოფხაძე - ისევ გაისმა უსამართლობისგან და ადამიანების ჩაგვრისგან დაცვის მოწოდება - ვუერთდები ამ ადამიანებს

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დავით უსუფაშვილი - დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა, ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ 'ოცნება' შესაცვლელია არჩევნებით და არა რუსული ზღაპრებით
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი