Loading...
Close
19 აპრილი 2019 12:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
13 აპრილი 2019 15:32
ჩვენი განზრახვა არის ის, რომ ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან, - ასე მიმართა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილებს სიტყვით გამოსვლისას მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ლიდერმა დავით მაღრაძემ. მან მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ხშირად მეკითხებოდნენ სტუმრები ვინ იქნებით ხვალ, ვინ შეიკრიბებით 13 აპრილს, იქნებიან, თუ არა გაჩეჩილაძეები?! ლევანს ვესაუბრე, ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის მოძრაობაში „დაიცავი საქართველო“ . ლაშა ამირეჯიბიც დავინახე. ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები... იმედი მაქვს, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ. გვარებს არ ვეხები, უბრალოდ, პიროვნებებზე ვსაუბრობ. ეს გვარები ღმერთმა ამრავლოს და ყველას სიკეთე მინდა ვუსურვო. სიტუაცია ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ. არჩევნებზე წელგამართულები გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის ვიც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა.

ამ ორი პარტიიდან დღეს, ვერც ერთი ვერ ტოვებს იმის შთბეჭდილებას, რომ ჩვენს საწადელს და გულისწუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს.

ასე მგონია და ასე ვხედავ, რომ დაიხუთა ეს ასპარეზი და დაიხუთა ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს ჩემობს პოლიტიკური სივრცე მოიცვას, თითქმის, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს. ახალგაზრდები ყოველთვის თავისუფლები არიან. თავისუფლებისკენ სწრაფვა მათი ცხოვრების წესია და გვინდა, რომ ამ მოძრაობას საფუძველი დავუდოთ, როგორც ერთ დროს აქ, ბევრი წლის წინ, სახალხო ფრონტს ჩაეყარა საფუძველი. ვიფიქრეთ, რომ „დაიცავი საქართველო“ ამ ნიშნით გაგვეცოცხლებინა“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, მოძრაობის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.



გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დავით მაღარაძე - ჩვენი ამოცანაა, ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ისე გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას განსაცდელი მოუვლინა
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გახდა
ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი