Loading...
Close
20 ივნისი 2019 09:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
15 აპრილი 2019 15:37
„მინდა გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ კამპანიას,რომლის მიზანია ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში. ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატო-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა:

„მინდა განსაკუთრებით ბოლო ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც შაბათს, „კურიერის“ მიერ იქნა გავრცელებული და სადაც საუბარი იყო იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ს სამხედრო გოგონას მიმართ,რაც არამხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ასევე აშშ-ს საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მე ვთვლი , რომ ეს დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული, რომ ზოგადად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს. ამას ცდილობენ, მართალია უშედეგოდ, უსუსურად, მაგრამ ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი საუბრობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომებზე მათ შორის, საქართველოს მიმართ, ეს დეზინფორმაციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს.

პირადად მე და ხელისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად , რომლის უმრავლესობის მისწრაფება არის დასავლეთში ინტეგრირება, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხაებების, დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ ფაქტებით, სიმართლით, ჭეშმარიტებით ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი