Loading...
Close
20 აგვისტო 2019 09:04
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
16 აპრილი 2019 11:52
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ერთ მილიონ მოსახლეზე, საქართველო გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2019 წლის სამოქმედო გეგმისა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებს შორის არის - სიჩქარის გადაჭარბება, საპირისპირო მოძრაობაზე გადასვლა, საგზაო ნიშნების არ დამორჩილება და სიმთვრალე.

„ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, ერთ მილიონ მოსახლეზე, საქართველო გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის კონკრეტული მიზეზი. ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე. ეს გახლავთ: სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გადასვლა, საგზაო ნიშნების არდამორჩილება და რა თქმა უნდა, სიმთვრალე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოების თითოეული წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე. ვერც ერთი უწყება, ვერც შსს, ვერც გზების დეპარტამენტი, ვერც მერია, ვერც ჯანდაცვა - ვერავინ მოაგვარებს ამ პრობლემას მარტო, რადგან ეს გახლავთ მთლიანად საზოგადოების გამოწვევა. ამ პრობლემას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.



2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანი ემსხვერპლა - ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კამპანია, რომლის ფარგლებშიც დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შსს-მ განახორციელა
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი