Loading...
Close
25 მაისი 2019 11:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
შსს დები ალ-სუბაიების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
18 აპრილი 2019 17:40
შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეების, დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიების მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმ მისამართზე იმყოფებოდნენ, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. უწყების ცნობით, დები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, დებმა მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში.

აღნიშნული პირები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ ემუქრებათ საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ.

სამართალდამცველების ვიზიტის მიზანი იყო მათთან გასაუბრება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შეთავაზება. ასევე ამ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მიწოდების და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად.

აქვე განვმარტავთ, რომ ის ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დები დახმარებას ითხოვენ
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი