Loading...
Close
17 სექტემბერი 2019 06:48
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, მოქმედების ინსტრუქციას აქვეყნებს
5 მაისი 2019 23:14
საქართველოს საელჩო ისრაელში ამ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში, მოქმედების ინსტრუქციას აქვეყნებს.

„სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ: შენობაში - უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები.

შენობის გარეთ ყოფნისას - შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთხელები.

სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი)უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ.

სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ.

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება.

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვავში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა.

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, - აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სასაზღვრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
მთავარი თემა

ვიცე-პრემიერების ვინაობა ცნობილია - გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო
'იქიდან დამძიმებული გამოვედი' - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს 
მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის 'შანტრაბა', რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს
'ლელო' - მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციის პრეზენტაცია (ვიდეო)
დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტიდან ფეისბუქ-პოსტის გამო გაათავისუფლეს
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და 'სამხრეთ ოსეთის' გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს
კახა კალაძე - 'რუსთავი 2' იყო და იქნება ყოველთვის - 'ქართული ოცნების' პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
ირაკლი ღარიბაშვილი 'გირჩზე' - ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას
დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი წარადგინა
'ევრონიუსი' - გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის პოსტს კი ვახტანგ გომელაური დაიკავებს
'ქართულმა ოცნებამ' პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
მამუკა ბახტაძე გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი