Loading...
Close
19 ივნისი 2019 14:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
პანკისის ხეობაში შეკრებილები - საკითხის პოლიტიზირება არ გვინდოდა, ამიტომ არ ვიდექით პარლამენტის წინ - არავინ იფიქროს, რომ მაჩალიკაშვილისადმი ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდა
10 მაისი 2019 16:15
სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვის პარალელურად, პანკისის ხეობაში აქცია გამართეს.

ადგილობრივები ძველ მეჩეთთან შეიკრიბნენ და განმარტეს, რომ ისინი სპეცოპერაციის დღიდან მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარს უჭერენ.

"თემირლანის საქმესთან დაკავშირებით საკითხის პოლიტიზირება არ გვინდოდა და ამიტომ არ ვიდექით პარლამენტის წინ ვახა მაჩალიკაშვილთან ერთად. თუმცა არავინ იფიქროს, რომ ჩვენი მხარდაჭერა მისდამი შესუსტდა, პირიქით, ძლიერია და ახლა სუს-ის განცხადების და აუდიო ჩანაწერების შემდეგ უფრო გაძლიერდა. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ. ჩვენ ვფიქრობ, რომ ვახა არის დაჩაგრულის პოზიციაში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოსახლეობის თანადგომას, რის გამოც მადლობას ვუხდით მათ. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მალხაზ მაჩალიკაშვილს", - აცხადებენ პანკისის ხეობაში შეკრებილები.

„უკვე წელიწადნახევარია ჩვენ თვალს ვადევნებთ შვილმოკლული მამის სამართლებრივ ბრძოლას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დასაწყისშივე პირადი შურისძიების გზას არჩია მართლმსაჯულების აღსრულება.

თუ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა, პასუხისმგებლობას ვანიჭებთ ხელისუფლებას.

ნაცვლად იმისა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ბრძოლა იყოს მხარდაჭერილი და საკითხი დროულად გამოძიებული, ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის არ აღიარების პოლიტიკას, მიზანმიმართული პროვოცირების და მალხაზ მაჩალიკაშვილის სულიერი მდგომარეობით მანიპულაციის მცდელობებს“, - აცხადებენ პანკისელები.

ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სუს-ში მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი