Loading...
Close
25 მაისი 2019 12:13
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტი - იმედი გვაქვს, ნაპოვნი იქნება გზები, რათა საქართველომ თამამად თქვას, რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე
15 მაისი 2019 13:55
ლატვია გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა, ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა მედიისთვის განცხადადებები პირისპირ შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

„ათ წელზე მეტი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შემდეგ, რაც მაშინ ლატვიამ დაგმო და აგრძელებს კიდეც რუსული აგრესიისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის დაგმობას. ლატვია გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ამის დემონსტრირების გზით. იმედი გვაქვს, ნაპოვნი იქნება გზები, რათა საქართველომ შეძლოს, თამამად თქვას, რომ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.

ლატვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრია და წელს წევრების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. წელს ვგეგმავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი წევრების რაოდენობის გაზრდას. იმედი გვაქვს, რომ სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს მხარდაჭერის საკითხში“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ურთიერთობები განათლების, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებს მოიცავს და მხარეები სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სალომე ზურაბიშვილის ლატვიელ კოლეგას, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, სადაც ის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი