Loading...
Close
23 აგვისტო 2019 04:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ნიკა მელია - არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას, ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ
15 მაისი 2019 12:38
ზუგდიდში, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს. აქციის წევრების განცხადებით, საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი ცესკო-ს დავალებას ასრულებს. ისინი ითხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ გაიტანეს გუშინ ამომრჩევლის სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭედი.

„ჩვენ აღვკვეთეთ მათი სამარცხვინო მცდელობა. ბეჭდებს უკვე ცვლიან. თუ მათ კანონი არ დაურღვევიათ, მაშინ რატომ ცვლიან ბეჭდებს?“, – განაცხადა ენმ-ს წევრმა, მაია კალანდიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას განცხადებით, არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას.

„ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ. არ დავუშვებთ მათ მცდელობას არჩევნების გაყალბების შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნების დარღვევას.

ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარსა და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე გატანილი იყო სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა. მესხის განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი