Loading...
Close
25 მაისი 2019 11:23
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს
15 მაისი 2019 10:54
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება. ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ფსიქიატრიულები, რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“

ვფიქრობთ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თითქოსდა თანასწორობის იდეებს უჭერდა მხარს, ეს დამოკიდებულება მკვეთრად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ჩამორჩენილად, ნაკლებად ცივილიზებულად მონიშვნას ახდენს.

ბატონო მიხეილ, მინდა, შეგახსენოთ, რომ ხულოს არამარტო სამხატვრო გალერეა, არამედ თეატრი, რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსამბლი და მათ შორის საქართველოში ანალოგის არმქონე ქორეოგრაფიული ჯგუფი „ბერმუხა“ ჰყავს, რომლის წევრები (80 წელს გადაცილებული ბაბუები) თითქმის საუკუნეა საკუთარი ღვაწლით ინახავენ ქართულ ფოლკლორს.

შეგახსენებთ ასევე, ხულოელებმა საუკეთესოდ ვიცით ქართლი ენის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის ფასი და ის ისტორიულად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამგვარი მითითებები საჯარო პირების მხრიდან ჩვენი ღირსების შელახვას იწვევს.

ბატონო მიხეილ, თქვენ ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენეთ, თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ხულოელებს“, – წერს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ფეისბუქზე“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა:

„ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.




სააკაშვილი - ანზორ ბოლქვაძის სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა - ჩემი სირცხვილი, რომ ეგ ჩემი პარტიის წევრი იყო​


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თორნიკე რიჟვაძე - სააკაშვილმა ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა - კაცურ პასუხს გავცემთ, როგორც ხულოელებს ეკადრებათ!
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი