Loading...
Close
23 აგვისტო 2019 05:00
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია მაღალი დონის ეკონომისტია, თუმცა, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები
15 მაისი 2019 15:58
თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს მოუსმინოს, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ნორმალური მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში, ჟურნალისტების მიერ გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა მან ეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის ეფექტური და ამავე დროს, სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ბუნბრივია, ასეთ დროს აქცენტი სწორეს ეფექტურ და სწრაფ გადაწყვეტილებებზე უნდა კეთდებოდეს. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, 2019-2020 წლებში ბიუჯეტი ჯამურად 26 მილიარდზე მეტი იქნება და მთავრობის ამოცანაა, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში ამ თანხის ისე ინვესტირება, რომ მოქალაქეებს დღეს ობიექტურად არსებული პრობლემები მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.

“ჩვენი მიზანია, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ნებისმიერი ოჯახის პრობლემები დაძლეული იყოს და მათ ამაში მაქსიმალურად ეხმარება. როდესაც ვსაუბრობთ ამხელა რესურსის მართვაზე, ბუნებრივია, ამას სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები სჭირდება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ, ამ თანხიდან მომდინარე სიკეთე ჩვენს მოქალაქეებამდე დროულად მივიტანოთ. არ ვიცი, რა კონტექსტში ახსენა ყოფილმა მინისტრმა სწრაფი გადაწყვეტილებები, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება კიდევ უფრო მეტად სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ.

გოგა ქობულია არის ძალიან მაღალი დონის ეკონომისტი, აქვს შესაბამისი გამოცდილება, იგი მუშაობდა დარგების განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტრატეეგიებზე და ამ ნაწილში რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და საინტერესო დოკუმენტი შედგა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები. არც ერთი ინიციატივა, რომელმაც შეიძლება დამატებითი დოვლათი და ღირებულება შექმნას ჩვენი ეკონომიკისთვის, არასოდეს გაჩერდება. მეტიც, თითოეული სამინისტროს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის სამინისტროს მთავარი დავალებაა, მეტი ინიციატივა მოდიოდეს უწყებებიდან, რისი გაკეთება შეგვიძლია ახლებურად, რა სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას, ინვესტორებს და კერძო სექტორს. სწორედ ასე უნდა მუშაობდეს ეფექტური მთავრობა, ჩვენ ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ მთავრობაში გადაწყვეტილებებს სწრაფად, ემოციურად და გაუაზრებლად იღებენ
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი