Loading...
Close
23 აგვისტო 2019 04:10
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიორგი ქობულია - კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება ჩემი თვალით არ მინახავს
15 მაისი 2019 16:27
არანაირი კორუფციული გარიგება ჩემი თვალით არ მინახავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში ღია ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გულახდილად გეტყვით, რომ კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება 8 თვის განმავლობაში ჩემი თვალით არ მინახავს,“ - აღნიშნა ქობულიამ.

''კითხვაზე, რატომ გამათავისუფლეს თანამდებობიდან? - ეს არ იყო ერთი ან ორი საკითხი, ეს საკითხების კრებული იყო, რომელთა შესრულებას მე ჩემი მხრიდან დაჟინებით ვითხოვდი. ალბათ ეს საკითხები სრულ თანხვედრაში არ იყო. მიახლოებით რომ გასაგები იყოს, ეს ეხება ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობას სხვადასხვა სექტორებში. იგივე, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვისა და იმპორტის სისტემის ჩამოყალიბება. ეს ის საკითხები იყო, რაზეც საერთო ენა ვერ ვიპოვეთ. ალბათ მე რაღაც საკითხებში მძიმე და პრინციპული აღმოვჩნდი. არ მჩვევია და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ მე მხარს არ ვუჭერ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ფუნდამენტალურად არ მესმის და რასაც არ ვეთანხმები. ეს იყო დიდი პროცესი - არ იყო ისე, რომ ვმუშაობდით და უცებ რვა თვის თავზე რაღაც უთანხმობა მოხდა. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ამაზე მეტის თქმა მიჭირს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: გიორგი ქობულია - მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს 'უცხო სხეული'
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი