Loading...
Close
25 მაისი 2019 11:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
კულტურა
And Then We Danced - ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები და მსახიობები კანში
16 მაისი 2019 12:44
''და ჩვენ ვიცეკვეთ'' კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა.

კანში საერთაშორისო კინოფესტივალი 14 მაისს გახისნა, სადაც ქარული წარმოშობის რეჟისორის ლევან აკინის ფილმს აჩვენებენ. “და ჩვენ ვიცეკვეთ" ლევან აკინის პირველი ქართულენოვანი ფილმია, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილის სიყვარულზეა. ფილმის რეჟისორის, ლევან აკინის თქმით, ფილმს საფუძვლად საქართველოში მომხდარი რეალური მოვლენები დაედო.

„ამ ფილმით მივხვდი, რომ ჩემს ფესვებს ვუბრუნდებოდი, როგორც რეჟისორი. ფილმში აღწერილია რეალური ადამიანების რეალური ცხოვრება და ის თუ რა ხდება ამ მხრივ საქართველოში“, - აცხადებს აკინი.

ქართულ-შვედურ სრულმეტრაჟიანი ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებაზე, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც თავისი ამბიციური და ქარიზმატული მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის რეჟისორი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა LGBT ადამიანებზე ისტორიის მოყოლა და მათი პრობლემების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ფილმი არამხოლოდ საქართველოში არსებულ პრობლემებზეა, არამედ თავისუფლებაზე და მის მნიშვნელობაზე.

ქართულ-შვედურ ფილმში მონაწილეობას ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი იღებენ.

"ის, რომ ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ქართული კინოინდუსტრიისთვის. წლებია, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი საკონკურსო სექციაში არ ყოფილა. აღნიშნულ სექციაში, შარშან გასპარ ნოეს ფილმმა „Climax“ გაიმარჯვა. იმედი გვაქვს, ჩვენც კარგი ამბებით დავბრუნდებით”, - ამბობს ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საკურორტო ქალაქ კანში ყოველწლიურად, მაისის მიწურულს იმართება. აკრედიტებულია კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ მხატვრული ფილმების 15 საკონკურსო ფესტივალს შორის (ე.წ. „А კატეგორიის ფესტივალები).

კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ფესტივალია, რომელიც წელს 14-დან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება.



კანში უკვე იმყოფებიან ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები და მსახიობები.




საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი