Loading...
Close
25 მაისი 2019 10:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ცესკო - საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კანონდარღვევით, ზუგდიდის საოლქო კომისიას სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ
16 მაისი 2019 13:18
დღეს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება.

ცესკო მიუკერძოებელ დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს დააკვირდნენ.

„დღეს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების შესაძლებლობას. აღნიშნული დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობა.

ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონდებლობასთან, აღიარებულ სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარებებას. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს ატარებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებენ, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი
რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი - რას მეტყოდა მე ბატონი პუტინი, ეს არის საინტერესო - მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებზე - არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს!
მამუკა ბახტაძე NDI-ს კვლევაზე - ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული
ვლადიმირ ზელენსკი - პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, 8-ვე ოლქში 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა გაიმარჯვეს
მერის არჩევნებში, 5-ვე ოლქში გამარჯვება პირველივე ტურში, 'ქართული ოცნების' კანდიდატებმა მოიპოვეს
გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი
ECHO WAVES 2019 ანაკლიაში 21-24 აგვისტოს გაიმართება

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი