Loading...
Close
16 ივნისი 2019 21:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
როგორ გამოვავლინოთ მატყუარა
22 მაისი 2019 16:34
იყო პერიოდი, როცა მატყუარა ადამიანის გამოსაცნობად მისი სხეულის ენას ან თვალების მოძრაობას აკვირდებოდნენ, თუმცა ახლა ყველა თანხმდება, რომ ამით დატრენინგებულ პოლიციის ოფიცერსაც კი უჭირს სიცრუეს მიხვდეს. მაშინ რა არის გზა, რომელსაც მატყუარა ადამიანის გამოვლენა შეუძლია?

BBC-ის სტატიის მიხედვით, ამ ეტაპისთვის გამოცდილ და სანდო ხერხს წარმოადგენს სიცრუეში ეჭვმიტანილი ადამიანის იმ საუბარში ჩაბმა, რომელსაც თავს ვერ დააღწევს და უნებლიეთ საკუთარ ტყუილს გასცემს. ამისთვის კი საჭიროა:

დასვით პირდაპირი, ბევრი და დამაზუსტებელი კითხვა

ეს მატყუარას აგდებს იმ არასასიამოვნო მოცემულობაში, როცა თავისი გამოგონილი ზღაპრისთვის დეტალების დამატება სჭირდება, რაც საბოლოო ჯამში მის მიერ ნათქვამ პირველ ვერსიაში აცდენას გამოიწვევს და მისი სიცრუე გამოიკვეთება.

თქვენი კითხვები არალოგიკურიც უნდა იყოს

ბუნებრივია მატყუარა ყველა შესაძლო ვარიანტისთვის შეიძლება იყოს მზად, ამიტომ მას საქმესთან დაკავშირებული კითხვების გარდა, დაუსაბუთებელი, არალოგიკური, ბუნდოვანი კითხვებიც დაუსვთ, რაც მას განცდას დაუტოვებს, რომ ბოლომდე ვერ აკონტროლებს სიტუაციას. ასევე, სთხოვეთ მას წარსულში მომხდარი დეტალურად გაიხსენოს - ეს მის თავდაცვის კედელს ანგრევს.

დეტალებს მიჰყევით

თუ ტყუილში ეჭვმიტანილი პირი გეუბნებათ, რომ პირობითად, აქ და აქ მუშაობდა, ჰკითხეთ მას მისი პოზიციის, სამუშაო ადგილის, თანამშრომლების შესახებ. ყველა კითხვა, რომელიც ნათქვამს აზუსტებს, მატყუარას აიძულებს უფრო მეტად იცრუოს, რაც მის გამოაშკარავებას აადვილებს.

დააკვირდით ცვლილებებს

როდესაც მატყუარა გრძნობს, რომ მის მიმართ ეჭვი არსებობს და რომ მას დამაზუსტებელ კითხვებს უსვამენ, ის აუცილებლად ცვლის საუბრის მანერას. დააკვირდით ამ პროცესს - არ აქვს მნიშვნელობა რა მხრივ შეიცვლება - სიმშვიდიდან აღელვებისკენ თუ პირიქით, მაგრამ - შეიცვლება.

BBC-ის მიხედვით, ტაქტიკური კითხვები მატყუარის გამოვლენის საუკეთესოო გზაა და მას თითქმის 90%-იანი შედეგი აქვს.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო 'რუმსის' თანამშრომელია

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი