Loading...
Close
21 ნოემბერი 2019 02:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ესტონელ ჟურნალისტს - რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? მისი დრო წავიდა
22 მაისი 2019 23:42
რატომ უნდა დავაბრუნოთ სააკაშვილი? მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა. არა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა კითხვაზე, შეუქმნის თუ არა უხერხულობას ის, თუ მაგალითად, ათი წლის შემდეგ რეჟიმი შეიცვლება და ეცდებიან, ის სასამართლოს გადასცენ და რაიმე ქმედებაში დასდონ ბრალი.

“მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს ასეთი სახის შიშები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალაუფლება გვაქვს და თუ ზღვარს გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შედეგი. და ისევ, მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი საქართველოსთვის პრობლემაა. და შესაძლოა, მას უკრაინა ელოდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, თუ რას გეგმავს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ჟურნალიტსმა შეახსენა მას, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სტუმრების მიღება airbnb-ს მეშვეობით დაიწყო.

„ალბათ, ისევ იმას გავაკეთებ, რაც სწორი იქნება. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა მე არასოდეს ვყოფილვარ ბიზნესში, ამიტომ სასტუმროს (“airbnb”) ბიზნესი არ არის ჩემი მომავალი. თუმცა, ეს ძალიან დემოკრატიულია, რომ პრეზიდენტი ამჟამად იღებს სტუმრებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის შემდგომ კითხვაზე, რომ შეიძლება, მესიჯი იყოს, რომ საქართველოში არ არის ასეთი დონის წარმომადგენლისთვის საპენსიო სისტემა, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ეს შეიცვლება, თუმცა მსგავსი შეთავაზების გაკეთებას თავად არ გეგმავს.

„არ არსებობს. ეს არის პარლამენტისთვის და ეს არ არის პრეზიდენტისთვის. რატომ, მე არ ვიცი. ადრე, მათ შორის სააკაშვილის დროს, პრეზიდენტები ბევრ ფულს აკეთებდნენ და მათ არ სჭირდებოდათ პენსია. ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება იმ ცვლილებებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ყოფილი პრეზიდენტი კითხულობს ლექციებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ალბათ, უნდა იყოს პენსია, მაგრამ მე არ ვაპირებ ასეთი წინადადების შეთავაზებას, რადგან ყველა იფიქრებს, რომ ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი