Loading...
Close
20 აგვისტო 2019 09:20
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს
22 მაისი 2019 17:55

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.

სასჯელის გამოცხადებამდე მოსამართლემ დასანიშნ სასჯელთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები მოისმინა.

სასჯელის ზომის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში დ.ღ.-ს ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, მათ შორის სარალიძის ჩანაწერსაც გაასაჯაროებენ.

„ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ ველოდებით პირობითს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯეს ამ მთავრობამ, პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ. გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები. გამოვიდა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გამოვიდნენ კომისიის წევრები, ჩემი შვილი რომ დაიჭირეს, ყველამ თქვა, რომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი, ახლა გეკითხებით, სად არის წინგადადგმული ნაბიჯი. ვინ დაიჭირეს, რა გააკეთეს“,- აღნიშნა კახა ღლონტმა.

ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დ.ღ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ლელა შკუბულიანი გახდა იმ სიბინძურის მონაწილე, რაც გააკეთა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ლელა შკუბულიანმა დღეს შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა. ეს არის ივანიშვილის სასამართლო, რომელიც არის კლანზე დამოკიდებული და ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების, რასაც ხელისუფლება იღებს, უპირობოდ შემსრულებელი. უდანაშაულო დ.ღ. სცნეს დამნაშავედ და დაუნიშნეს საპატიმრო სასჯელი. არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე, არაძალადობრივ დანაშაულზე მოსამართლეს ყველაფრის უფლება ჰქონდა. მოსამართლემ ჩაიდინა ყოვლად უმსგავსობა, უდანაშაულო ბავშვი გააგზავნა საპატიმროში. 6 თვე იყო უკანონო პატიმარი და დაემატა კიდევ 2 წელი და 3 თვე. მან თავისი ხელით წელიწადით და 9 თვით მოუსპო ყველანაირი განვითარების საშუალება დ.ღ.-ს. ბავშვის ყველანაირი საუკეთესო ინტერესი მოსპო ამ სასამართლომ“, - განაცხადა სიხუაშვილმა.

მისივე განცხადებით, დ.ღ.-სთვის საპატიმრო სასაჯელის შეფარდება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.

„ეს არის ხელისუფლების ინტერესი. ეს არის პროკურატურის ინტერესი. ეს იქნება თადუმაძის და გახარიას დიდი სირცხვილი. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს ამ საქმეზე დადგება სიმართლე და ეცნობება საზოგადოებას. ეს განაჩენი იმიტომ არის პოლიტიკური, რომ ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების დაჭერა. უნდათ იმ განაჩენზე თითქოს თქვან, რომ მოწმეების გამო ვერ დადგა მართლმსაჯულება. ვისზეც ამბობდნენ, რომ დ.ღ.-მ ცრუ ჩვენება მისცა, აღნიშნული პიროვნების ჩვენება მოსამართლეს საერთოდ არ აქვს გაზიარებული. თავად პროკურატურა იძახის კალანდიაზე, რომ არის უდანაშაულო. უდანაშაულო პირის მიმართ ცრუ ჩვენება როგორ უნდა მიეცა და დანაშაულში როგორ უნდა ემხილა? ამას ამბობს დაწყებული მთავარი პროკურორიდან, რიგით პროკურორამდე. თუ უდანაშაულოა, მაშინ ბრალს რაში სდებენ, რა მოიტყუა დ.ღ.-მ და სად მისცა ცრუ ჩვენება? რაც შეეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას, როგორ არ შერცხვა მოსამართლეს, რომელსაც სამჯერ მოვანიშნინე, რომ კრებსი იყო გაყალბებული, სადაც არ ეწერა დ.ღ-ს ნათქვამი, რომ ზაზა სარალიძეს შეხვდა და ესაუბრა. შკუბულიანს თავად მოვასმენინე და ჩავაწერინე კიდეც. მაშინ სად არის ზაზა სარალიძესთან დამალვა? გესაუბრებით პროკურატურის და არა დაცვის მხარის მტკიცებულებებზე“, - განაცხადა სიხუაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი