Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
პრემიერი ლარზე - ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ
23 მაისი 2019 15:00
როგორც ჩანს, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ლარის კურსზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„მე ბუნებრივია, მაქვს ანალიტიკური მონაცემები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ლარის კურსს შეეხება. ჩვენ გვაქვს მცირე ეკონომიკის ქვეყენა და ბუნებრივია, მეზობელი ქვეყნები თავისი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში. ექსპორტის მაჩვენებლი არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება. აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე. თუმცაღა, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელსაც ადგილი აქვს თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია, თავისი გავლენა იქონია. იქედან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა, აქედან გამომდინარე, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის მოკლევადიანი ასახვა. ზოგადად, ასეთ საკითხს ჩვენ სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან უნდა ვუყუროთ. ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი. საქართველო არის იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რიკების ან მცირე შოკების საფრთხე. სწორედ ამისთვის დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქე გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი საქართველოში, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში და რა თქმა უნდა, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი და მეორე, ეს გახლავთ სავაჭრო დეფიციტი, ეს არის აქილევსის ქუსლი ჩვენი ეკონომიკის. რამდენიმე წლის წინ მიმდინარე ანგარიშის დეეფიციტი საქართველოში შეადგენდა თითქმის 13%-ს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მსოფლიოში. ჩვენ შევძელით და ეს მაჩვენებელი გავანახევრეთ.

საქართველოს მთავრობა ცდილობს გააკეთოს მაქსიმალური დივერსიფიკაცია საექსპორტო საქონლის და იყოს ორიენტირებული ევროკავშირის ბაზარზე. ორიენტირება ექსპორტზე, ორიენტირება მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე და რაც მთავარია, ლარიზაციაზე არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების გავლენაზე ეკონომიკაზე. ვცდილობთ გავაკეთოთ მაქსიმალური დივერსიფიკაცია ჩვენი საექსპორტო საქონლის, ვიყოთ ორიენტირებული ევროკავშირის ბაზარზე და სხვა შორეულ ბაზრებზე, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი. შესაბამისად, დასკვნაც არის ძალიან მარტივი, როგორც ჩანს, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი