Loading...
Close
17 ოქტომბერი 2019 01:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
თავდასხმა 'კურიერის' გადამღებ ჯგუფზე - ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
23 მაისი 2019 17:31
თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "კურიერის" ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის ქუთაისის "ევექსის" კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. ექიმების თქმით, მიმდინარეობს მდგომარეობის შეფასება/დაკვირვება დინამიკაში. სწორედ დაკვირვების შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება მის თბილისში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.

"კურიერის" ოპერატორმა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება შეძლო. კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულების სახით არის წარდგენილი.

როგროც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია პოლიციაში. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, "ბ" ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი