Loading...
Close
17 ოქტომბერი 2019 01:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
'ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ', - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
24 მაისი 2019 13:45
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი დატოვა.

''ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ. ამას ვაკეთებ უდიდესი და მტკიცე მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს'', - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. მან დაუნინგ სტრიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანელებს ემოციური განცხადებით მიმართა.

ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ "ბრექსითი" მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო და იგი წუხს, რომ ვერ შეძლო ამ პროცესის დასრულება.

„მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ დამერწმუნებინა პარლამენტის წევრები მხარი დაეჭირათ შეთანხმებისთვის. სამწუხაროდ, მე ეს ვერ შევძელი. მათი დარწმუნება სამჯერ ვცადე. ვიცი, რომ სწორი იყო შეუპოვრობის გამოჩენა მაშინაც კი, როდესაც ალბათობა მარცხის მაღალი იყო, თუმცა ახლა ჩემთვის ნათელია, რომ ეს ქვეყნის ახალი პრემიერის უმაღლეს ინტერესებში იქნება, რათა ეს მცდელობა გააგრძელოს. ასე რომ, დღეს მე ვაცხადებ, რომ გადავდექი, როგორც “კონსერვატიული პარტიის” ლიდერი პოსტიდან 7 ივნისს, შემდეგ კი ჩემ შემცვლელს აირჩევენ. მისი უდიდებულესობა დედოფალი ინფორმირებულია ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და მე გავაგრძელებ პრემიერის პოსტზე მუშაობას იქამდე, ვიდრე პროცესი დასრულდება.

მე მალე დავტოვებ პრემიერის პოსტს, რაც ჩემს ცხოვრებაში დიდი პატივი იყო, მე ვიყავი მეორე ქალი პრემიერი და არა უკანასკნელი. ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ, არამედ უდიდესი და მტკიცე მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის ბოლოს ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ტერეზა მეი სამი წლის განმავლობაში იკავებდა პრემიერის პოსტს. დაუნინგ სტრიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას მეიმ განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო ემსახურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად.

ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

შეგახსენებთ, ტერეზა მეის მიერ შემუშავებულ გეგმას "ბრექსითთან" დაკავშირებით პარლამენტმა რამდენჯერმე არ დაუჭირა მხარი. შედეგად "ბრექსითის" პროცესის გადავადება გახდა საჭირო.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი