Loading...
Close
19 ივნისი 2019 14:48
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
კახა კალაძე - 'ნენსკრა ჰესის' მშენებლობა ტარიფს არ გაზრდის - მოიკითხეთ, ვისგან ფინანსდება არასამთავრობოები, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან
24 მაისი 2019 14:00
თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვით „ნენსკრა“ ჰესის ხელშეკრულება სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რამაც შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს. კალაძემ ჟურნალისტებს ურჩია, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი მოიკვლიონ, რომლებიც „ნენსკრა“ ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

„კონკრეტული პროექტი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, ენერგეტიკული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და მივესალმებით ასეთი პროექტების განხორციელებას. ეს არის რეგულირებადი ჰიდროელექტროსადგური. ამ პროექტის განხორციელებით ენგურჰესი, რომელიც ნენსკრას ქვემოთ არის, დაახლოებით 300 მლნ კვტ. სთ-ის გამომუშავება ემატება. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ, ასევე დეფიციტური ელექტროენერგიის გამომუშავების დროს ამასაც დავაბალანსებთ. იმდენი პრობლემა გვაქვს, მთლიანად ჩვენს ენერგოსისტემას როგორ ეყოფა ნანესკრა ჰესის ელექტროენერგია?! როდესაც საუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და არ იყოს დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. ზოგადად, საინტერესოა ვისგან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მოვიკითხოთ, კარგად ჩავეძიოთ „გაზპრომი“ ხომ არ არის მათი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი?!

როდსაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, კონკრეტულად ელექტროენერგიაზე, ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რესურსები რაციონალურად ავითვისოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. რაც შეეხება ტარიფებს, ყველა ახალი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც შენდება, ცხადია, ტარიფები იქნება მაღალი, ვიდრე ძველი ჰიდროელექტროსადგურების, რადგან ახლის მშენებლობისას ინვესტიციების გათვალისწინება ხდება ტარიფში.

„ნენსკრას“ რაც შეეხება ერთადერთი პროექტია, რომელიც გარკვეული წლების მერე სახელმწიფოს საკუთრებაში გადმოეცემა. 20 ან 25 წლის მერე, ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ რისკების დაზღვევას, რეგულირებად სექტორში ეს ჩვეულებრივი მომენტია. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი. ეს პროექტი არ შეუფასებია მსოფლიო ბანკს როგორც არასწორი პროექტი. ჩვენ გვჭირდება ასეთი პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი თანამოქალაქეები, არ ვიყოთ დამოკიდებული ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე. ეს არ აისახება ტარიფზე, რადგან მარტო ამ კონკრეტული ჰიდროელექტროსადგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფს ხომ არ ვიხდით, გაჯერება ხდება, საშუალო ფასი დგება და ვიხდით საშუალო შეწონილ ფასს. ამ მიმართულებით პრობლემა არ არის“, - განაცხადა კალაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი