Loading...
Close
16 ნოემბერი 2019 03:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, საქართველოს დროშის ფერებში განათდება
26 მაისი 2019 09:32
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ საათზე, 17:10 საათზე, ეროვნული ჰიმნის შესრულებით, თბილისის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნავენ. ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში, საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ.

საგარეო საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. კერძოდ, თურქეთში, ანკარაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის ანძა, დაიწერება: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, ირლანდიასა და სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერები გამოისახება სხვადასხვა შენობებზე, ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვაში ვილნიუსის ხიდი, ხოლო - ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშა აღიმართება ოტავას მერიის შენობაზე. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მოეწყობა ესპანეთში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება „ბასიანის“ კონცერტი და ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა, ასევე, შვეიცარიაში გაიმართება ქართველი პიანისტის თამარ ბერაიას კონცერტი, ირანში კი - ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება მოეწყობა.

ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საფრანგეთში, ლევილში გაიმართება საზეიმო კონცერტი, პოლონეთში კი -ვარშავის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით. საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავი ღონისძიებების ფარგლებში იტალიაში ჩატარდება ქართული კინოს ფესტივალი.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ასევე დაგეგმილია ბერლინის მერიის ისტორიულ შენობაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გერმანიაში მოღვაწე ქართული ეთნო/ჯაზ ბენდის „გეოთრეინის“ კონცერტი.

დიდ ბრიტანეთში კი ეროვნული დღესასწაული ქართული დიასპორის ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, რაც შეეხება უნგრეთს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების ფარგლებში უნგრელი მომღერლები (მათ შორისაა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული შ. ბოლიკი) შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ აშშ-შიც, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში ანსამბლ "სულიკოს” კონცერტი გაიმართება.

ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად არგენტინაში ქ. ბუენოს-აირესში გაიმართება თბილისის სახელობის მოდენის - „თბილისი - პლაზას“ ინაუგურაცია, მოეწყობა ფოტო-გამოფენა და საქართველოს ჰიმნი შესრულდება არგენტინის ფედერალური პოლიციის სიმფონიური ორკესტრის მიერ.

სლოვენიაში, 26 მაისთან დაკავშირებით ნაჩვენები იქნება „Georgia Made By Characters“, „Discover Georgia“ და გაიმართება გამოფენა თემაზე: „საქართველოს 30-წლიანი გზა დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ“.

დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით ასევე აღინიშნება: აზერბაიჯანში, ქ. ფრანკფურტში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, ბელარუსში, პანამაში, რუმინეთში ეგვიპტეში, კვიპროსში, ნიდერლანდებში, ქ. ჟენევაში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთში, ქ. ოდესაში, ლატვიაში, სომხეთსა და საბერძნეთში. ჩინეთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე გაიმართება ფოტო-გამოფენა და ფილმის ჩვენება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ავსტრალიაში გაიმართება ავსტრალიური გუნდის „Wordly Goods” კონცერტი, რომელიც ქართულ სიმღერებს შეასრულებს.

სლოვაკეთში ასევე გაიმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სოპრანო იანო ალიბეგაშვილი.

ასევე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება: ავსტრიაში, ისრაელში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირლანდიაში, იორდანიასა და უზბეკეთში, რომელთაც ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები უკვე გაიმართა: ნიუ-იორკში, დანიაში, კატარში, სამხრეთ აფრიკაში, ოდესაში, სალონიკში, თურქმენეთსა და ბულგარეთში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი