Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 06:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიგი უგულავა - რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ
26 მაისი 2019 12:32
რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ. მასთან უნდა ვლაპარაკობდეთ კომისიის ფარგლებში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებულმა პრობლემამ, რომელიც დიდი ხანია, რაც არსებობს, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პრობლემამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

"ეს პრობლემა არსებობს დღიდან დამოუკიდებლობისა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ვთქვათ, საზღვრის დემარკაცია აქამდე ვერ მოხერხდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს და განსაკუთრებით ჩვენს ხელისუფლებას უნდა მივმართო, რომ მათი უმოქმედობა შეიძლება რეზულტატი საზღვრის დემარკაციის დღეს და ხვალ არ იყოს. მინდა ასევე საზოგადოებამ იცოდეს, რომ მსგავსი საკითხები ჩვენ სხვა მეზობლებთან გვაქვს. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანი გამონაკლისი არ არის. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე რომ იყოს, ვიმეორებ, ეს პრობლემა წინა და წინის წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, მაგრამ ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე არასდროს მისულა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მოძმე, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ერთად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.ამიტომ აზერბაიჯანთან ჩვენ,როგორც ერმა, უნდა ვისაუბროთ როგორც მეგობართან და როგორც მეგობართან ასე პარიტეტულ, მეგობრულ საფუძველზე გადავწყვიტოთ მათთან ურთიერთობები. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას ამისი რესურსი არ აქვს. იმიტომ, რომ უკანასკნელი 6 წელია ჩვენ ვხედავთ ეროზიას ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობაში. ჩვენ ვხედავთ ბევრ იმედგაცრუებას, ასევე ბიზნესის კუთხით შევიწროებულ ბევრ კომპანიას. ფუნდამენტური პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებას ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან. ამიტომ არის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც პატივს სცემენ მეგობრები და რომლისაც მტრებს ეშინიათ. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ეს უნდა ესმოდეს ყველას. რაღაც ანტიოკუპაციურ ჭრილში აზერბაიჯანთან არ უნდა ვლაპარაკობდეთ. აზერბაიჯანთან უნდა ვლაპარაკობდეთ კომისიის ფარგლებში, მაგრამ თუ გვინდა, რომ ეს კომისია ქმედითი იყოს, უნდა ვლაპარაკობდეთ მაღალ დონეზე, უნდა ვმეგობრობდეთ მაღალ დონეზე, ისე, როგორც ეს ადრე იყო და ასეთ საფუძველზე შეიქმნას ასეთი პრობლემების გადაწყვეტის პრეცენდენტი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი