Loading...
Close
16 ოქტომბერი 2019 16:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
ნათია თურნავა მაღაროელებისა და 'ჯორჯიან მანგანეზის' შეთანხმებაზე - ყველა პირობა, რაზეც შეთანხმება შედგა, ნამდვილად შესრულდება
27 მაისი 2019 21:50
ეს საერთო გამარჯვებაა, შეთანხმება შედგა ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„გვიხარია და ყველას ვულოცავთ, რომ ეს კრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად არის დარეგულირებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა და შეთანხმება შედგა პირველ რიგში ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და გაფიცული მაღაროელები მოლაპარაკებების პროცესში გონივრულ კომპრომისზე წავიდნენ, რაც ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასრულდა.

„მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება. რაც შეეხება დაზღვევას, კვებას, ჯანმრთელობის დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს - ეს კომპანიის ცალსახა ვალდებულებაა, ჩვენ ვიქნებით დამკვირვებლები და გარანტორები, რომ ისინი შესრულდეს. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, კარგია, რომ აქ ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, გაითვალისწინეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე დასაქმებულების მოთხოვნები და შედგა გონივრული კომპრომისი. ამ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მედიაცია გავწიეთ, რადგან სწორია, რომ კერძო ბიზნესმა და იქ დასაქმებულებმა გამონახონ საერთო ენა, მათ შორის სახელფასო თემაზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მხარეებს შორის შეთანხმების პროცესს ხელი შეუწყო, როგორც მედიატორმა.

„ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ ყველა პირობა, რაზეც შეთანხმება შედგა, ნამდვილად შესრულდება, განსაკუთრებით პრინციპულები და შეუპოვრები ვიქნებით იმ პირობების შესრულების ნაწილში, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და კვებას - ამასთან დაკავშირებით დღეს ძალიან კონკრეტული გეგმები დაიდო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კომპანიის დროებითი მმართველი მთავრობის დანიშნულია და მას ძალიან მკაცრად მოსთხოვენ მიღწეული შეთანხმების შესრულებას.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომპანიას ჯანდაცვის ნაწილში მითითება მიეცა, რომ უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვა, გახსნას სამედიცინო პუნქტები. ასევე მიეცა კომპანიას მითითება კვების ნაწილშიც. რაც შეეხება გადაიარაღების თემას, ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული გეგმა გაიწერება ვადებში, რომლის შესრულებაც მთავრობის მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ასევე მაღაროელების მოთხოვნით გატარდა გარკვეული საკადრო ცვლილებები.

„გაფიცულთა მოთხოვნები სამართლიანი შრომის ელემენტარული პირობების დაცვის ნაწილში, კომპანიამ თავის მხრივ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი იმ მხრივ - სპეციალური, სოციალური საკითხებით დაკავებული მენეჯერი გამოიყოფა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება ჭიათურლების საჭიროებებს. აბსოლუტურად სამართლიანი იყო მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების დაცვის, ასევე ეკოლოგიურ ნაწილშიც, და გვიხარია, რომ შედგა შეთანხმება და კომპანია ქალაქსაც დაეხმარება ელემენტარული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები იყვნენ ჩართულნი. ხვალიდან მაღაროში სამუშაო პროცესი განახლდება.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვას წყვეტენ
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი