Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 06:18
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო შუამავალი და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო
28 მაისი 2019 10:31
ამ მთავრობის პირობებშიც კი მზად ვარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

„დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკეები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური ერები და ეს არაერთხელ დაამტკიცეს უახლეს ისტორიაში.

საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეიწმინდოს საკუთარ ხალხზე და ხშირ შემთხვევაში ამას ახერხებს. როდესაც გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება მოსთხოვო სხვას პატივი გცენ შენ? ეს ერთი. მეორე - ძალიან სპეციფიური ქვეყანაა ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძმური, ახლო ურთიერთთანამშრომლობა. იცით რატომ? არასდროს არაფერს ვთხოვდით საკუთარი ჯიბისთვის და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ, საქართველოს მთავრობას ისინი არაფრად აგდებენ, რადგან ივანიშვილი არაფრად აგდებს თვითონ საქართველოს ინსტიტუტებს. სრულიად უკანონოდ დაასახელა პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც არავინ არ არის, ყველამ იცით რას წარმოადგენს „მადამ გაუგებრობა“. საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მილიონდოლარიანი მოგებიდან „საქართველოს რკინიგზა“ 300 მილიონ ზარალამდე მიიყვანა და ეს აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად იციან, რადგან აქვთ ურთიერთობა რკინიგზასთან და ისინი იხდიან ფულს. რაც მთავარია, უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი თვითონ ყველაფერზე სთხოვენ ფულს აზერბაიჯანლებს, ყველაფერზე სთხოვენ ე.წ. ატკატს, მე ეს ჭორების დონეზე კი არ ვიცი, ეს ვიცი ზუსტად და კარგად ინფორმირებული ჩართული წყაროებიდან. როდესაც შენს მეზობელს ფულს სთხოვ ჯიბეში, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, ის მეზობელი აკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.




ირაკლი კობახიძე სააკაშვილის განცხადებაზე - 9 წელი ჰქონდა მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა, ძალიან კარგად ხედავთ



ელიზაბეთ რუდი დავით გარეჯზე - ორმხრივი კომისია მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ კარგი შედეგები იქნება



პატრიარქი - ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი