Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 06:52
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილის განცხადებაზე - 9 წელი ჰქონდა მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა, ძალიან კარგად ხედავთ
28 მაისი 2019 11:59
მიხეილ სააკაშვილს ცხრა წელი ჰქონდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა ეს საკითხი, ძალიან კარგად ხედავთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის დავით გარეჯის პრობლემის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს.

ირაკლი კობახიძემ დღეს დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„მთავარია, რომ ამ საკითხს მშვიდად შევხედოთ და მოლაპარაკებების რეჟიმში გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. ჩვენ საქმე გვაქვს მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან და არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს ეს საკითხი. სასურველია, რომ დაველოდოთ ოფიციალურ ფორმატს და ამის შემდეგ შეიძლება სხვა ტიპის ზომებზე ვიმსჯელოთ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დემარკაციის და დელიმიტაციის აუცილებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დღემდე ამ საკითხის მოგვარება. საზღვარი საჭიროებს დემარკაციას, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან, რაც ჩვენთვის არის გამოწვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, მათ შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის კუთხითაც. არის სირთულეები და სირთულეები რომ არ იყოს, არ გაგრძელდებოდა დისკუსიები 20 წლის განმავლობაში", - აცხადებს კობახიძე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო შუამავალი და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი