Loading...
Close
22 ნოემბერი 2019 06:11
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის წესი დამტკიცდა
29 მაისი 2019 15:16
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის წესი დამტკიცდა. კერძოდ, როგორც საკანონმდებლო მაცნეშია აღნიშნული, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 წელი (გარდა იმ დასაქმებული კაცისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი, ხოლო ქალის შემთხვევაში − 55 წელი) და არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა, ამ წესის შესაბამისად, მიმართოს საპენსიო სააგენტოს, ან უშუალოდ საპენსიო სააგენტოსთვის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ.

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის წესის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული სქემიდან გასვლის მიზნით მიმართავს საპენსიო სააგენტოს, უშუალოდ საპენსიო სააგენტოსთვის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისთვის (შემდგომში − სოციალური მომსახურების სააგენტო) მიმართვის გზით.

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის წესი საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ დაამტკიცა. ბრძანება 27 მაისით თარიღდება და ძველი რიცხვით, პირველი აპრილიდან ამოქმედდა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი