Loading...
Close
12 ნოემბერი 2019 02:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
'ანაკლიის განვითარების კონსორციუმის' გენერალური დირექტორი - გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ შეშფოთებას - შოკირებული იყვნენ
30 მაისი 2019 15:14
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდი შეშფოთება მოჰყვა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ფოთში ახალი პორტის მშენებლობის შესახებ, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ეს ინფორმაცია 21 მაისს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა.

„გუშინ გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას, იყვნენ შოკირებულნი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა და ამის შესახებ 21 მაისს გამართულ შეხვედრაზე არაფერი თქმულა. ეს ინვესტორების ნდობას აზიანებს როგორც მთავრობის, ისე პროცესის მიმართ. ახლა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ნდობა აღადგინოს და კვლავ კონსტრუქციული მოლაპარაკების რეჟიმში დავბრუნდეთ", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას ფოთისა და ანაკლიის პორტს შორის, რამდენადაც ანაკლიის პორტს სტრატეგიული დატვირთვა აქვს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

ლევან ახვლედიანი აცხადებს, rom კონსორციუმი პინათლად ასრულებდა და შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მთავარია, რომ ამის შესალებლობა მიეცეს და ინვესტორებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

„საუბარი იყო კონსორციუმის ვალდებულებებზე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდი , ჩვენი აქციონერები, ყოველთვის ვასრულებდით და ვასრულებთ ვალდებულებებს. მშენებლობის პირველი ეტაპი დავასრულეთ, 70 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება მომავალ ვალდებულებებს, მზად ვართ , რომ ეს ვალდებულებებიც პირნათლად შევასრულოთ, თუმცა ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა რაც დამოკიდებულია მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე. ამაზე პასუხისმგებელი ვართ როგორც ჩვენ, ისე ბანკები და მთავრობა. ასეთი ქმედებები, რაც ახლა მოხდა, პროცესს ძალიან აზიანებს,“-აცხადებს ლევან ახვლედიანი.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა თურნავამ.




ნათია თურნავა - ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ანაკლიის კონსორციუმს არ უნდა გაუჭირდეს ვალდებულებების შესრულება - სხვა ინვესტორი ამას უკვე გააკეთებდა




ნათია თურნავა - ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს




ლევან ახვლედიანი ნათია თურნავას განცხადებაზე - დაუჯერებელია, რომ 28 დღის განმავლობაში ხელისუფლებაში არავინ არაფერი იცოდა




რომან გოცირიძე ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე - წარმოუდგენელია, რომ 1 თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას




ფოთის მერია - გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებულ დოკუმენტს ეკონომიკის მინისტრი აწერს ხელს, ტექნიკური ხარვეზი იყო




ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!
მთავარი თემა

როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ
ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი