Loading...
Close
19 ივნისი 2019 20:50
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ლევან ახვლედიანი ნათია თურნავას განცხადებაზე - დაუჯერებელია, რომ 28 დღის განმავლობაში ხელისუფლებაში არავინ არაფერი იცოდა
30 მაისი 2019 14:48
დაუჯერებელია, რომ 28 დღის განმავლობაში ხელისუფლებაში ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„მე გამოვრიცხავ, რომ ამაზე მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს მიმართული, მაგრამ განვითარებული მოვლენები ის, რომ 2 მაისს გაცემული ნებართვა ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაფარული, ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაშიც, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ეს ცალსახაა“, - აცხადებს ახვლედიანი.

ცნობისთის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად“, - განაცხადა თურნავამ.



ნათია თურნავა - ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს




'ანაკლიის განვითარების კონსორციუმის' გენერალური დირექტორი - გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ შეშფოთებას - შოკირებული იყვნენ




მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!




რომან გოცირიძე ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე - წარმოუდგენელია, რომ 1 თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას




ფოთის მერია - გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებულ დოკუმენტს ეკონომიკის მინისტრი აწერს ხელს, ტექნიკური ხარვეზი იყო




ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია




ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე - ჯოხის გადატეხა რომელიღაც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, კიდევ უფრო აღმაშფოთებელია


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი