Loading...
Close
16 ოქტომბერი 2019 15:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სპორტი
პირველად ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში - კობიაშვილი უეფას კომიტეტს უხელმძღვანელებს
30 მაისი 2019 14:09
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს – ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოსტზე უეფას აღმასკომზე აირჩიეს, რომელიც ბაქოში გაიმართა. ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.

ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაამტკიცეს.

უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე გახდა, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი – უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი. მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოში ფეხბურის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავას კანდიდატურა დაამტკიცეს, ხოლო უეფას მედია კომიტეტში საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერი ოთარ გიორგაძე იმუშავებს.

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციალური ქსელის გვერდზე წერს.

„2023 წლამდე უეფას ფეხბურთის კომიტეტს ვუხელმძღვანელებ. დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო პირველი ქართველი ამ პოზიციაზე! მადლობა ნდობისთვის“, ი წერის ლევან კობიაშვილი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს
ბიზნესასოციაციის დირექტორი - შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს
მწვავე კითხვები და შეფასებები - საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში (ვიდეო)
გიორგი გახარია - ჩემთვის მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი