Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:54
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ანაკლიის კონსორციუმს არ უნდა გაუჭირდეს ვალდებულებების შესრულება - სხვა ინვესტორი ამას უკვე გააკეთებდა
30 მაისი 2019 14:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით გაიცა, მიწით სარგებლობის პირობებს ეხებოდა.

„ეს დოკუმენტი არ არის მშენებლობის ნებართვა. ეს არის ე.წ. მიწით სარგებლობის პირობები, რომელიც გაიცემა ჩვენი ერთ-ერთი სსიპ-ის მიერ, კერძოდ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით იქნა გაცემული, რის შესახებაც არ ჩაგვაყენა საქმის კურსში არც მე და არც ერთი მოქმედი მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და შესაბამისად, აღნიშნული პიროვნება სამსახურიდან არის გათავისუფლებული. რაც შეეხება თვითონ ამ დოკუმენტს, ჩვენ შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ სერიოზული პროცედურული დარღვევები. მაგალითად , ერთ-ერთი დარღვევა არის, რომ როდესაც ვსაუბრობთ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, მიწის მესაკუთრე და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო, ქონების მართვის სააგენტო, არ იყო ამაში ჩართული და არ არსებობს მათთან შეთანხმება. შესაბამისად, ქონების მართვის სააგენტოს მომართვის საფუძველზე, ჩვენ ეს დოკუმენტი გავაუქმეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, ანაკლიის პორტი მთავრობისთვის არის და იქნება მთავარი პრიორიტეტული ლოგისტიკური პროექტი.

„არნახული, უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან, ფინანსური, იურიდიული, ლოგისტიკური. ეს არის 300 მილიონის ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება, ეს არის 100 მლნ დოლარის თანადაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ მეშვეობით გამოყოფს. ეს არის მიწა, რომელიც არის შეძენილი ამ პროექტისთვის და ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება და პოლიტიკური მხარდაჭერა. შესაბამისად, მხოლოდ ერთი კომპონენტი აკლია ამ პროექტს ჯერ, ეს არის ის, რომ კერძო ინვესტორმა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული პირობები. ასეთი მხარდაჭერის პირობებში, მათ ეს წესით არ უნდა გაუჭირდეთ და სხვა ინვესტორი აქამდე ამას უკვე გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მათ, ფოკუსირდნენ თავიანთ პირობებზე, ვალდებულებებზე, ჩვენ ამაში მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად.

ეს პროცესი, რასაც ახლა ვიკვლევთ, დაწყებული არის სანამ მინისტრად დავინიშნებოდი, რადგან ამ ბრძანებას და ამ გადაწყვეტილებას თავისი გარკვეული წინაპირობები ახლავს. ისევ ვამბობ, რომ ეს გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სსიპ-ის ბრძანების საფუძველზე. იურიდიულად თავად წყვეტს თავისი ბრძანებით, მაგრამ რასაკვირველია, როდესაც საუბარია ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე, მინისტრი უნდა ყოფილიყო საქმის კურსში და ასევე უნდა ყოფილიყვნენ საქმის კურსში მთავრობის სხვა წევრები. მთავრობის არც ერთი მოქმედი წევრი, ჩემი ჩათვლით, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო. ეს არის ასე ვთქვათ, დიდი გადაცდომა და ეს პიროვნება აღარ იკავებს დაკავებულ თანამდებობას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.



'ანაკლიის განვითარების კონსორციუმის' გენერალური დირექტორი - გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ შეშფოთებას - შოკირებული იყვნენ




ნათია თურნავა - ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს




ლევან ახვლედიანი ნათია თურნავას განცხადებაზე - დაუჯერებელია, რომ 28 დღის განმავლობაში ხელისუფლებაში არავინ არაფერი იცოდა




რომან გოცირიძე ფოთის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე - წარმოუდგენელია, რომ 1 თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას




ფოთის მერია - გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებულ დოკუმენტს ეკონომიკის მინისტრი აწერს ხელს, ტექნიკური ხარვეზი იყო




ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი