Loading...
Close
19 ივლისი 2019 06:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ პოლიტიკურ გუნდს მოუწოდა, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დროულად მიიღონ
31 მაისი 2019 14:59
მართლა ხომ აქვს ყველაფერს თავისი ჩარჩოები! აღმასრულებელ ხელისუფლებაში მე ვიყავი აზარტული თამაშების შესახებ პროექტის ინიციატორი, რომელიც პარლამენტში იხილება, - ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში მოწვეულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის პასუხად განაცხადა.

“თუ გსურთ ჩემი დამოკიდებულება გაიგოთ, კიდევ ერთხელ მსურს ყველას მოვუწოდო, მათ შორის ჩემს პოლიტიკურ გუნდს, ეს კანონი რაც შეიძლება დროულად არის მისაღები. ხომ აქვს ყველაფერს თავისი ჩარჩო - მე დამაბრალო, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიღება არ მინდა, როცა მე გავაკეთე პროექტის ინიცირება ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. მესმის, რომ 2020 წლის არჩენებისთვის ემზადებით, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს უყურებს და ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელსაც დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბახტაძის ჰკითხა, თუ რატომ ჭიანურდება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღება.

“ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციებს, რომელსაც თქვენ შეგვპირდით ერთი წლის წინ და ყოველთვიურად აჭიანურებთ. ჩვენც გვატყუებთ, საპატრიარქოსაც ატყუებთ და საქართველოს მოქალაქეებსაც. ყოველი მეორე ახალგაზრდაა ჩართული აზარტულ თამაშებში. რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა გაუბედაობაა. თქვენ ჩემზე კარგად არ იცით, რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა? რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციების შემოტანა ან რა იყო იმ რეკლამის კანონის ჩაგდება? თქვენც იყავით მონაწილე, რომ ეს ჩავარდნილიყო. ჩემს გამო გააკეთეთ? ბატონო მამუკა, შემოიტანეთ აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ, ოღონდ თქვენ შემოიტანეთ,“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა მამუკა ბახტაძეს.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა
20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი