Loading...
Close
26 თებერვალი 2020 02:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - შემზარავია, რომ მორჩილი თადუმაძე უნდათ, გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი
3 ივნისი 2019 14:05
შემზარავია, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც დაინიშნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის კრიზისის დროს და მორჩილად ხელს აფარებდა იმ პროკურორებს, ვინც ამ საქმეს თითხნიდნენ, უნდათ, რომ უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი გახდეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელმაც მოსამართლეობის ახალ კანდიდატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" კანონი საშუალებას აძლევს, უზენაეს სასამართლოში თავისთვის სასურველი და მორჩილი კანდიდატები დანიშნოს, ამ მხრივ კი სიტუაცია დეკემბრის მერე არ შეცვლილა.

"დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო მორიგი ფარსი, რომელსაც რეალურად ჰქვია უზენაეს სასამართლოში მორჩილი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი. გვახსოვს, დეკემბერში, როცა პარლამენტში შემოვიდა ფურცელი ყველანაირი წესების გარეშე, რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას. ამის შემდეგ "ქართულ ოცნებას" ზუსტად ისევე მიჰყავს პროცესი, უბრალოდ, ამას მოარგო კანონი. რეალურად, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკეთებს, ეს იქნება ყველანაირი დასაბუთების გარეშე, ფარულად, არ გვეცოდინება, რატომ, ვის აირჩევენ თანამდებობებზე. ეს გააკეთეს, რათა გაიყვანონ უზენაეს სასამართლოში თავიანთი მორჩილი მოსამართლეები. დღევანდელი კანონი მათ აძლევს საშუალებას, რომ ყველა ეს მორჩილი პირი გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ასევე, ვნახეთ მსურველთა სია, რომელიც მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს უზენაესი სასამართლოსთვის. იმ კლანიდან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, გვყავს 8 წევრი და პლუს ოთხი ახალი წევრი ასევე კლანიდან, რომელიც სიაში არ იყო. კიდევ უფრო გააძლიერეს კლანის შემადგენლობა ამ სიაში, დაამატეს ოთხი ახალი წევრი. მათ აქვთ ნათელ-მირონიც, ნათესაური კავშირებიც, სამუშაო გამოცდილებაც და უტყუარია მათი ამ კლანის წევრობა.

ასევე შემზარავია, რომ მოქმედი პროკურორი, თადუმაძე, რომელიც დაინიშნა სარალიძის კრიზისის დროს და რომელიც მორჩილად ხელს აფარებდა იმ პროკურორებს, ვინც თითხნიდნენ ამ საქმეს, ეს მორჩილი თადუმაძე ახლა უნდათ, რომ გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი. აღარ ვსაუბრონ იგივე ვასაძეზე. მორჩილი პროკურორები უნდათ გადაასკუპონ უზენაეს სასამართლოში. ასევე, პოლიტიკური მორჩილებით და მოტივებით გამორჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. პრაქტიკულად, "ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლითაც ვისაც უნდა, იმას გაიყვანს. გვაქვს სია, სადაც არის მორჩილი, საშიში მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები და უნდათ ამ ადგილებზე მოკალათება. ამას გარდა ცინიკურია, რომ დღეს დაიწყო პროცესი და 7 ივნისს ამთავრებენ, არანაირი შერჩევა არ ხდება, ეს ივანიშვილისგან პირდაპირი დანიშვნაა. მერე პროცესი გადავა პარლამენტში, ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ უზენაესი სასამართლო არ მოეწყოს ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებით. ვინმეს აქვს ილუზია, რომ თადუმაძე კონკურსში იღებს მონაწილეობას? მამუკა ვასაძე არაფორმალურად საკმაოდ ძლიერი მოადგილეა, ფარცხალაძის გუნდიდან. შეიტანა, იმიტომ, რომ კონკურსს ელოდება? ეს გადანიშვნის პროცესია. ჩინჩალაძეში და მურუსიძეშიც ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა „კლანია".

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ "ოცნება" არის უტიფრობის იმ სტადიაზე, როცა შავს ეძახიან თეთრს. კრიტერიუმები მიიღეს, რომლითაც ვისაც უნდათ და როცა უნდათ, გაიყვანენ და ამას დაარქვეს რაღაც პროცესი. რეალურად, არანაირი პროცესი არ მიდის. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე თქვეს, რომ თითქოს გაითვალისწინეს. პირდაპირ ტყუილებზე გადასულ ეტაპზე არიან. ილიზია იმის, რომ პარლამენტში აზრს შეიცვლიან და მათ არ გაიყვანენ, არ გვაქვს", - განაცხადა ხოშტარიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა144-კაციან სიაში არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და სხვა პირები. კერძოდ, სიაში არიან: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე და სხვები.



უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია




ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა მსურველების სიაში შალვა თადუმაძის მოხვედრაზე - მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება აქვს




მამუკა ბახტაძე - ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, აქვს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის უფლება


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: რომან გოცირიძე - ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი