Loading...
Close
29 იანვარი 2020 10:13
H4CK3D BY GR1ZZLY FROM AtGhc.NeT
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე - ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს
2 ივნისი 2019 18:35
დიახ, ჩემი ეშინოდა სააკაშვილს და ეშინია ივანიშვილს! იმიტომ, რომ რაც არ უნდა დაგვაბრალონ, თავად ცილისმწამებლებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მე ვარ რეალურად პროქართული პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი, რომელიც არასოდეს არ მოემსახურება არც დასავლეთის და არც ჩრდილოეთის ინტერესებს და ყოველთვის ემსახურება მხოლოდ საქართველოს, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ თამვმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მათ იციან, რომ ვერ შემაშინებენ და ვერ მიყიდიან! მათ კარგად ესმოდათ და ესმით, რომ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ადამიანები, რომლებმაც დიახ, 26 მაისს დავამთავრეთ სააკაშვილი და ახლა აუცილებლად დავასრულებთ საქართველოში ერთპიროვნულ ფეოდალურ მმართველობას.ეს იცის იმ უამრავმა ადამიანმა, რომელიც ყოველთვის მიჭერდა მხარს და მომავალში კიდევ მეტი დაგვიდგება მხარში. ჩვენ გვყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც გონებით აკეთებს არჩევანს. რომელიც ხედავს, ვინ გააკეთებს რეალურად საქმეს და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ერთიანობას და მორალურ, ზნეობრივ ღირებულებებს. დღეს პოლიტიკოსთა უმრავლესობა სხვა უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უპირისპირდება მეორე უცხო ქვეყანას. საქართველოს ინტერესები კი უგულებელყოფილია. ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაში "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა" ცვლილება შევიდა. პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, რომელსაც 439 დელეგატი ესწრებოდა, ახალ სახელწოდებას - "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" მხარი ერთხმად დაუჭირეს.

დღესვე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს, მისი კანდიდატურა დელეგატებმა ერთხმად მიიღეს. ყრილობაზე გენერალურ მდივნად გრიგოლ ბარამიძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. დღესვე არჩეულ იქნა პარტიის მთავარი საბჭოს შემადგენლობა, დამტკიცდა პარტიის ემბლება და სიმბოლიკა.

"ჩვენი უმთავრესი გზავნილი არის ერთიანი საქართველო. გაერთიანებული ტერიტორიებით და საზოგადოებით. დღეს ჩვენ საზოგადოებას სჭირდება გაერთიანება , კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. დღეს ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი და წუთი დასაკარგი, რადგან სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენ არ გვაქვს უფლება , რომ ჩვენი სამშობლო ჩამორჩეს იმ განვითარებას, რომლითაც დღეს მსოფლიო მიდის წინ", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი