Loading...
Close
19 ივნისი 2019 15:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
პრემიერი იტალიის ელჩის განცხადებაზე - საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა - შედეგები სახეზეა
2 ივნისი 2019 14:56
საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა; ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის; ყველაფერი კარგად არ არის, ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ შედეგი სახეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნიკორწმინდაში, იტალიის ელჩის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან მივიღოთ უკუკავშირი. რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, ამაზე მე პარლამენტშიც ვისაუბრე. ის, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენ ეს საკითხი დასახვეწი გვაქვს, იყო საკადრო გადაადგილებების მიზეზი, მათ შორის შარშან და წელსაც. მოგეხსენებათ, წელს არის ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ყველა მუნიციპალიტეტი, ისე ყველა ცენტრალური უწყება ბიუჯეტის პარამეტრებს წინსწრებით ასრულებს, იმის მიუხედავად, რომ წელს ბიუჯეტში ისტორიულად მაქსიმალური რესურსი გვაქვს. ვფიქრობ, ის პრობლემები, რაც არსებობდა, დღეს რეალურად დაძლეულია, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი, მათ შორის გასამარტივებელი გვაქვს პროცედურები. ვფიქრობ, აქ ძირითადად უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შეფასებებს და იცით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული.

„ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკა ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად ვითარდება, კარგი ბიზნეს გარემოა, შემცირებულია საგარეო ვალი, ინფლაციის დონე შემცირებულია. რაც შეეხება სიღარიბეს, ის კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ თვალსაზრისით ცხადია მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პოტენციალი, რაზეც ვისაუბრე პრაქტიკაში გადმოიტანოთ და მისი რეალიზება მოხდეს, ამისათვის კი საჭიროა, რომ მაგალითად ბერკეტად გამოიყენოთ ევროკავშირთან ღრმა დაა ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, მოახდინოთ იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელზეც ფოკუსირდებით. ეს უნდა მოხდეს გონივრულ დროში. ეს ეხება საშუალოვადიან პერიოდში გასატარებელ ღონისძიებებს. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდში გასატარებელ მნიშვნელოვან ზომებს, ისინიც უნდა განახორციელოს მთავრობამ, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს ქვეყანა: ასეთია მაგალითად პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, ინსტიტუციების სტაბილურობა, დემოკრატია და ზოგადად ყველა ის რეფორმა, რომელიც საიმედოობის განცდასა და უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს პოტენციური ინვესტორისთვის. გამოვყოფდი კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და ამჟამად მიმდინარე საპენსიო რეფორმასაც, ისევე როგორც გადახდისუუნარობის რეფორმას - ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველაზე პერსპექტიული სექტორი საქართველოში ტურიზმია სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ სექტორში ყველას თანაბარი შანსები აქვს განახორციელოს კონტრიბუცია და მიიღოს შემოსავალი, ტურიზმი საქართველოს ინკლუზიური ზრდის გარანტია“, - აცხადებს ელჩი.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კახა კალაძე ავსტრიის ელჩის განცხადებაზე - ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, არ ვიცი ელჩის განცხადება რას უკავშირდება
მთავარი თემა

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა
მთავრობამ 'ანაკლიის განვითარების კონსორციუმს' ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი