Loading...
Close
16 ივნისი 2019 21:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს - ბატონო კახა, თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს და გახადეს თბილისი
3 ივნისი 2019 21:38
ვინმე თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით, ნახეთ ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის თბილისის მერისა და მისი გუნდის დამსახურება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებითვე, ორბელიანის მოედანი ზუსტად ისეთია, როგორსაც ისურვებდნენ მოქალაქეები.

„ეს არის ბოლომდე თბილისის მერისა და მისი გუნდის დამსახურება, არაჩვეულებრივი საქმეა. ჩვენ ვიცით ხშირად წუწუნი, ბევრი რამ არ მოგვწონს, ბევრი რამ არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ყველა ვისურვებდით, რომ ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ისეთი არის, როგორსაც ვისურვებდით. დღეს არის ასეთი დღე, როცა მართლა ის, რაც გაკეთდა, არის ზუსტად ისეთი, როგორ თბილისსაც ჩვენ ყველანი რაღაც ოცნებებში, იმედებში დავინახავდით.

ყოველდღიურად ვუყურებდი, აქ რა ხდებოდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორბელიანის სასახლეში გადმოვედი და ვინმე დღეს თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით და ნახეთ, ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი?! იმიტომ, რომ ეს არის მართლა თბილისელების უბანი, თბილისისთვის ცენტრი და მე გავიტან კი არა თბილისის შესახებ ამბავს, თვითონ გაიტანს თბილისი თავის ამბავს.

ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი მეყვავილეების გამო, ისინი წუხდნენ, ეშინოდათ, რა მოგვივა, როგორ იქნება და როგორც ყოველთვის ძალიან ბევრი ეჭვები იყო, რომ გაგვაგდებენო. გაგვაგდებენ კი არა, ულამაზესი ადგილია მათთვის მოწყობილი და ამითიც ეს უბანი იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მერია.

„ბატონო კახა, თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს და გახადეს თბილისი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კახა კალაძე: მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ - 'ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას'
გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი - ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
Global Finance - მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
შალვა შავგულიძე VS ვლადიმერ კახაძე - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა
გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება მოითმინო, რომ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში შენთვის იბრძოდა, შეურაცხყოფა მიაყენო - ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას
ბიძინა ივანიშვილი - ნახავთ, რომ 'ქართული ოცნების' კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
'ეიპიემ ტერმინალსის' გენდირექტორი - ჩვენ დიდი ხანია ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე ვმუშაობთ, ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას
ნათია თურნავა - 'გაზპრომის' რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება
ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის
'ნაციონალური მოძრაობა' ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს
მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
'ამ ბავშვებს უკრაინაში ჰყავთ ძიძები, კერძო მასწავლებლები' - ადვოკატის თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ დღეს 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო 'რუმსის' თანამშრომელია

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი